რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები
ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები

შარდსასქესო სისტემის დაავადებები ორივე სქესის პრობლემაა, თანაც ძალზე გავრცელებული. მათი ჩამოყალიბებისთვის, გარდა გენეტიკური განწყობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, წყლისა და, საზოგადოდ, სითხის ბალანსს (მოგეხსენებათ, ბევრი დღის განმავლობაში ჭიქა წყალსაც კი არ სვამს), ცხოვრების წესს, სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობასა და კულტურას, შრომით საქმიანობას. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ შარდსასქესო სისტემის პათოლოგიით დაავადებული ადამიანები თავს არ უფრთხილდებიან, სათანადოდ არ მკურნალობენ, მკაცრად არ იცავენ კვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების რეკომენდებულ რეჟიმს, დაავადების გამწვავების ან ცალკეულ გართულებათა თავიდან ასაცილებლად არ იტარებენ სავალდებულო პროფილაქტიკურ გამოკვლევებსა და სხვა ღონისძიებებს, უგულებელყოფენ მრავალ წესსა თუ აკრძალვას.

ყოველივე ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შარდსასქესო სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ვის ემუქრება შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ვინ შედის რისკჯგუფში, როგორ მოვიქცეთ აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი უროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი სორთმან ჯაფარიძე.


- უპირატესად ვის ემუქრება შარდკენჭოვანი დაავადება?
- შარდკენჭოვანი დაავადება მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის კენჭების წარმოქმნა და შეყოვნება საშარდე სისტემის ორგანოებში: თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდის ბუშტში, შარსადინარში. არსებობს ამ პათოლოგიის განსაკუთრებული გავრცელების რეგიონები, რომელთა შორის არის საქართველოც. შარდკენჭოვანი დაავადება პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ესე იგი წარმოშობის მრავალი მიზეზი აქვს. რომელიმე ერთი მიზეზის შესწავლა ამ დაავადების წარმოშობის შესახებ ამომწურავ პასუხს ჯერჯერობით ვერ გვაძლევს. შარდკენჭოვანი დაავადების წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მშრალი ჰავა - ასეთ რეგიონებში შარდი კონცენტრირებულია და მასში ადვილად წარმოიშობა კრისტალები;
  • კალციუმის მარილებით მდიდარი სასმელების მუდმივი მოხმარება;
  • ისეთი საკვების ხშირი მიღება, რომელშიც უხვად არის შარდმჟავა კალციუმის (პომიდორი, ხორცი, ღვინო და სხვა), მჟაუნმჟავა კალციუმის (ყავა, შოკოლადი, ლობიო, მჟაუნა, ბადრიჯანი და სხვა) და ფოსფორმჟავა კალციუმის მარილები (რძის პროდუქტები). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკვების მიღება უნდა ავკრძალოთ, ანდა მათი მიღება აუცილებლად გამოიწვევს შარდკენჭოვან დაავადებას. ჩამოთვლილი პროდუქტები მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას იმ ადამიანებში, რომლებსაც ისედაც აქვთ მიდრეკილება მისკენ;
  • შეგუბებითი პროცესები ზედა და ქვედა საშარდე გზებში, მოშარდვის სურვილის შემთხვევაში ხანგრძლივი და სისტემატური თავშეკავება.

ყველა ამ მიზეზთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შარდკენჭოვანი დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას. ასეთ ადამიანებს უფრო ხშირი გამოკვლევა და დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა სჭირდებათ.


- როგორ უნდა მოიქცეს დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ეს პრობლემა?
- შარდკენჭოვანი დაავადების დროს, სახელდობრ, მაშინ, როცა კენჭები თირკმელსა და შარდსაწვეთებშია ლოკალიზებული, ასიდან 95 პაციენტს აწუხებს წელის ტკივილი, რომელიც იმავე მხარეს ფერდქვეშ გადაეცემა. ათიდან 7 შემთხვევაში ტკივილი თირკმლის ჭვალს ჰგავს. თირკმლის ჭვალი არის ძლიერი, აუტანელი შეტევითი ტკივილი, რომელსაც იწვევს შარდის შეგუბება ზედა საშარდე გზებში. ამგვარი მოვლენების დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საშარდე სისტემის ორგანოთა ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევა, რათა ზუსტად დავადგინოთ ტკივილის მიზეზი და არ გამოგვეპაროს სხვა მწვავე ქირურგიული დაავადება. მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, რომ ტკივილი თირკმლის ან შარდსაწვეთის კენჭებით არის გამოწვეული, უნდა მოხდეს შეტევის კუპირება სპაზმოლიზური

(სპაზმის მომხსნელი) და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებებით უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ კი შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს. პაციენტებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს შარდკენჭოვანი დაავადება (დაბადეს კენჭი, ჩაიტარეს კენჭის დისტანციური ლითოტრიფსია, მედიკამენტური ლითოლიზი ან ოპერაციული მკურნალობა), წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტარონ საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა და შარდის საერთო ანალიზი, რადგან ამ დაავადების რეციდივის შემთხვევაში, სანამ კენჭი დიდი ზომისა გახდება, გაცილებით მარტივია მედიკამენტური მკურნალობა. პროფილაქტიკის ყველაზე იოლი და შედეგიანი საშუალებაა სითხის ჭარბად მიღება, თუ ამის საშუალებას იძლევა ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მაღალი არტერიული წნევის ერექციულ დისფუნქციასთან კავშირის განხილვამდე მოკლედ შეგახსენებთ მამაკაცის სასქესო ასოს ანატომიას. როგორც მორფოლოგიური აგებულებით, ასევე ფუნქციური როლის მიხედვით, ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება ერთმანეთისაგან გამორჩეული ორი ნაწილისაგან - ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან, რომელიც მისი უმეტესი ნაწილია და შუაზე ორადაა გაყოფილი ღარით და ასოს კენტი ღრუბლისებრი სხეულისაგან. ასოს მღვიმოვან ნაწილს სხვაგვარად ერექციულ (ერეცტორ - გამმართველ) ნაწილსაც უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ასოს ერეგირების ფუნქცია. მღვიმოვანი სხეული შედგება მრავლობითი წვრილი არტერიებისა და ვენებისაგან, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისა და მღვიმოვანი ხარიხებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან თავისუფალ სივრცეებს, ე.წ. მღვიმეებს გამოყოფს.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
გენიტალიების გაახალგაზრდავება მამაკაცთა შორის პოპულარულ პროცედურა ხდება. გაახალგაზრდავების ოპერაციები უკვე აღარავის აკვირვებს, მაგრამ
სპერმატოცელე მკვრივი, ფიბროზული გარსით შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ სპერმატოზოიდებისა და სპერმატოციტების მინარევიანი სითხის შემცველი, მოცულობითი წარმონაქმნია.

სპერმატოცელე შეიძლება საშიში პათოლოგიის ნიშანიც იყოს, ისეთის, როგორიცაა სათესლეს ან თესლის გამომტანი სადინარების სიმსივნე. ამიტომ სათესლე პარკისა და საზარდულის არხის მიდამოში ნებისმიერი წარმონაქმნი ექიმის კონტროლს საჭიროებს.

როგორ იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი ანუ შარდის ორთოტოპული დერივაცია

“როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები, მისი ხალხი ფრთებს შლის, ყველა პრობლემას ადვილად ლახავს, სრულყო­ფილებისაკენ სწ­რაფვაც უფრო თვ­ა­ლსაჩინოა. წარმოიდგინეთ ახლა პროფესიონალთა ქვეყანა!”

მე ძალიან მომ­წ­ონს ნიკოლოზ ჩე­რნიშევსკის ეს სიტყვები და ყოველთვის მახსენდება ხოლმე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან შეხვედრისას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უდიდესი პროფესიონალი და დიდებული პიროვნებაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი წყალობით მართლა ბევრ ადამიანს გაუშლია სიხარულის ფრთები ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების გადალახვით.

სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.