რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა პოტენციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა პოტენციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?

მამაკაცები, განსაკუთრებით საქართველოში, გაურბიან სპეციალისტთან ვიზიტს, თავად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, ეძებენ და ეცნობიან რეკლამირებულ პრეპარატებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, მიმართავენ ექიმბაშებს და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა და პრობლემას, წესისამებრ, ვერ აგვარებს.

მამაკაცები ცდილობენ ხოლმე თავად ამოიცნონ ერექციული დისფუნქციის მიზეზი. მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ შემთხვევათა 40%-ში მიზეზი სისხლძარღვოვანი პრობლემებია.

მიზეზთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სისხლძარღვოვანი პრობლემები - 40%;
  • შაქრიანი დიაბეტი - 30%;
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტი - 15%;
  • ნეიროგენული ფაქტორები - 10-20%;
  • მენჯის ორგანოების ქირურგია, დასხივება ან ტრავმა - 6%;
  • ჰორმონული დარღვევები - 3%
  • და სხვა - 1%.
საყურადღებოა, რომ ერექციულ დისფუნქციებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს საერთო რისკფაქტორები აქვს:

  • უმოძრაობა;
  • მეტაბოლური სინდრომი (ჭარბი წონა, აბდომინალური გაცხიმოვნება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი).
მიჩნეულია, რომ ერექციული დისფუნქცია სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ნიშანია და, იმავდროულად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების წინამორბედი, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, სუბიექტურად ჯანმრთელ მამაკაცს, რომელსაც ერექციული დარღვევები აღენიშნება, ჩაუტარდეს კარდიოლოგიური გამოკვლევა.

ამდენად, ჯანსაღი სისხლძარღვების შენარჩუნება მამაკაცური პრობლემების დროულად მოგვარებისა და პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა. მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ სისხლძარღვთა სიჯანსაღე? ამისთვის საჭიროა:

  • უარი ვთქვათ უმოძრაო ცხოვრების წესზე;
  • მოვიწესრიგოთ წონა;
  • უარი ვთქვათ თამბაქოსა და ალკოჰოლზე;
  • ვაკონტროლოთ სისხლში შაქარი;
  • ვაკონტროლოთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობა.

დაბოლოს, სისხლძარღვტა პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული პრეპარატები, როგორიცაა ანტი-ქოლესტერინი, რომლის შეძენაც სახალხო აფთიაქებში შეგიძლიათ. ამ პრეპარატის ძირითადი კომპონენტებია: ნიორი, კუნელი და ცაცხვი. თითოეული მათგანი აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში და იძლევა საკმაოდ კარგ ანტიათეროსკლეროზულ პროფილაქტიკურ ეფექტს.

ეს პრეპარატი უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანსაღი ორგანიზმი, სისხლძარღვები, მოიწესრიგოს ქოლესტერინი. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ანტი-ქოლესტერინს აქვს მამაკაცებისთვის, რომლებიც მისი მიღებით ხანგრძლივად შეინარჩუნებენ სქესობრივ ჯანმრთელობას.

ანტი-ქოლესტერინი არის წვეთების სახით. უნდა მიიღით 20-30 წვეთი მცირე რაოდებობით წყალთან ერთად, 2-ჯერ დღეში.

პრაპარატი შეიძინეთ ონლაინ.

 

mkurnali.ge