რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
რჩევები
მამაკაცის ჰიგიენა გოგონებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც ვის არ უნდა, თავი სუფთად, ჯანმრთელად და მომხიბვლელად იგრძნოს? თმა. თმა შეიძლება იყოს თხელი, სქელი, ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური, მტვრევადი. მელოტებს ეს არ ეხება, თუმცა მათ თმიანებთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვთ: არ ეკარგებათ დრო თავის დასაბანად და თმის გასაშრობად, არ ეხარჯებათ ფული შამპუნისთვის და თმის შესაჭრელად... თმიან უმრავლესობას კი ვურჩევთ, თავის მოსავლელად დროს ნუ დაიშურებენ, რადგან ჭუჭყიანი და სუნიანი თმით ვერავის მოაწონებენ თავს.წარბები. ზოგჯერ მათი მოწესრიგებაც საჭიროა. ცხადია, გამოქნას არ ვგულისხმობთ, მაგრამ ფორმის შესასწორებლად შეიძლება სპეციალისტსაც მიმართოთ.
აზარტული თამაშების ფსიქოლოგიაადამიანთა უმრავლესობისთვის აზარტი ასოცირდება რაღაც სარისკოსთან, საშიშთან, მაგრამ საოცრად მიმზიდველსა და საინტერესოსთან. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ აკრძალული ხილი გემრიელია და რაც უფრო მეტად "არ შეიძლება", მით უფრო მეტად "გვინდა". დაახლოებით "შეიძლებასა" და "არ შეიძლებას" შორის არსებულ ზღვარზე აღმოცენდა გემბლინგის (აზარტული თამაშების) ფსიქოლოგია. თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია აზარტისკენ, მაგრამ ყველას როდი უვითარდება ემოციურ ლაბილობასთან, ქცევის არაადეკვატურობასთან, სოციოპათიასთან, დევიაციასთან, სუიციდთან დაკავშირებული პათოლოგია. გემბლინგი ფულზე თამაშისადმი დამოკიდებულების ნაირსახეობაა. ეს არის გარკვეულ მოქმედებათა კომპლექსი, ჩამოყალიბებული აზარტული თამაშების (რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლია) სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილების საფუძველზე.
მაჯის საათის შერჩევა სერიოზული საქმეა. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორი საათი შეიძინოთ, ვეცდებით დაგეხმაროთ. საათის შერჩევისას გაითვალისწინეთ, სად და როგორ ატარებთ მას. ეს აქსესუარი მხოლოდ დროის განსაზღვრაში კი არ გვეხმარება, არამედ შეუძლია, ბევრ რამეზე მიგვანიშნოს: ადამიანის ხასიათზე, ჩვევებზე... ის, ისევე როგორც ჩაცმულობა და ავტომანქანა, ჩვენს პიროვნებასა და ცხოვრების წესზე მეტყველებს. მთავარია, საათს თქვენთვის სასარგებლო ფუნქციები ჰქონდეს. მაგალითად, თუ სპორტულ მოდელს ეძებთ, უმჯობესია, დარტყმაგამძლე და წყალგამძლე საათები შეათვალიეროთ. თუ საათი თქვენთვის მხოლოდ მოდური აქსესუარია, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა გამძლეობის მაღალი დონე. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ფასი, უფრო სწორად, რამდენი შეგიძლიათ გადაიხადოთ. ფასი დამოკიდებულია მარკაზე, საათის ფუნქციებზე, მასალაზე, სერიის ეგზემპლართა რაოდენობაზე და ა.შ.
როგორ ჩავიცვათ პაემანზე, ოფისში და საქმიან შეხვედრაზე. წარმატება შესაძლოა ძნელი მისაღწევი იყოს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დაწინაურებაზე მაინც იწყებ ფიქრს... ოცნების გოგონასთან შეხვედრისას გინდა წარმოსადეგი იყო... გარდერობში მცირედი ცვლილებების შეტანა ზოგჯერ საკმარისია, რომ მიიღო სასურველი. ჟოურნალ of Personality and Social Psychology-მ მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა: აღმოჩნდა, რომ ვაჟი, რომელიც არ ერიდება თავისი სხეულის დემონსტრირებას და მოტკეცილ, მოკლესახელოებიან მაისურებს იცვამს, ირგვლივ მყოფებს უფრო ემოციურ პიროვნებად მიაჩნიათ, ხოლო უკანასკნელ ღილამდე შეკრული პერანგი პატრონს სხვების თვალში წონას მატებს. როგორ მოვახდინოთ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება და გამოვიყენოთ ეს ჩვენი ინტერესებისთვის? სად რა ჩავიცვათ?
ვერბალური ურთიერთობის მეშვეობით ინფორმაციის გადაცემის შესწავლის შემდეგ ადამიანთა მოდგმა მიხვდა, რომ იგივე ინფორმაცია შეიძლება არა მარტო დავამახინჯოთ, არამედ დავმალოთ, დავფაროთ კიდეც. ურთიერთობა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი დანარჩენი ცოცხალი არსებებისგან სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარითაც განსხვავდება. სწორედ ურთიერთობა აქცევს ადამიანს სოციალურ არსებად. გარდა ამისა, კომუნიკაბელურობა, სხვა ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლის უნარი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმატებული კარიერის ასაგებად.
კითხვაზე - "როგორი მამაკაცები მოგწონთ?" - ჩემი თანატოლი გოგონების უმრავლესობა ასე პასუხობს: "მამაკაცური", მაგრამ ამ ცნების განმარტება ხშირად უჭირთ. გთხოვთ ამიხსნათ, რას მოიაზრებს მამაკაცურობა. როდესაც "მამაკაცურობისა" და "ქალურობის" ცნებათა შინაარსზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზნეობრიობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზნეობრივნი არიან ამ ურთიერთდამოკიდებულების მონაწილენი. მამაკაცურობა და ქალურობა - ეს თვისებებია, რომლებიც განსაზღვრავს მამაკაცისა და ქალის ხასიათს და მის საფუძველს წარმოადგენს.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 19 - დან
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც
ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.
ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები მესამე ტრიმესტრში მყოფ ორსულებს
02 მარტი 2015
ამერიკელმა მეცნიერებმა დ ვიტამინის დეფიციტი მოზარდებში ფსიქიატრიული
06 სექტემბერი 2017
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც

ადამიანის ორგანიზმი რთული სისტემაა, სადაც ყოველწამიერად მიმდინარეობს უამრავი

ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად,