როგორ მოვუაროთ ხერხემალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ხერხემალს

ოსტეოქონდროზის დროს მალათაშორის დისკზე ჩნდება ნახეთქები და შემდგომ დატვირთვამ შესაძლოა ამ ნახეთქიდან სითხის გამოჟონვა გამოიწვიოს. ამის შედეგად დისკზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ სითხის გამოჟონვასთან ერთად დისკის ბირთვიც გამოვარდა, საქმე გვაქვს თიაქართან.

- რა იწვევს კისრის ოსტეოქონდროზს?

- ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მის განვითარებას იწვევს და ხელს უწყობს შთამომავლობითი ფაქტორები, განვითარების თანდაყოლილი მანკები, ჰიპოდინამია, ხშირი გაციება, ფიზიკური დატვირთვა, არასწორი ვარჯიში, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა. მწვავე ტკივილს პაციენტები, წესისამებრ, უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას უკავშირებენ.

- უხეში მოძრაობა და სიმძიმის აწევა ალბათ მაპროვოცირებელი ფაქტორებია; ხომ არ შეიძლება, დისკის პათოლოგია იმ მომენტში განვითარებულიყო?

- რა თქმა უნდა, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას შეიძლება მოჰყვეს ბირთვის უეცარი გამოვარდნა, ანუ თიაქრის წარმოშობა. თიაქარი უმეტესად ახალგაზრდებს ემართებათ, რადგან ახალგაზრდა ხერხემლის დისკები სავსეა სითხით და ძლიერმა ზეწოლამ შეიძლება დისკის გახეთქვა გამოიწვიოს. ასაკოვან ადამიანებს კი დისკები უკვე დამჯდარი, გათხელებული აქვთ, ამიტომ მათ უმთავრესად სპონდილოზი და სპონდილოართროზი უვითარდებათ.

- როგორია ოსტეოქონდროზის კლინიკური გამოვლინება?

- გარდა ტკივილისა, შესაძლოა შეინიშნებოდეს წვის შეგრძნება, დისკომფორტი, ადვილად დაღლა, დილის შებოჭილობა და სხვა, ასევე - ერთგვარი გაჭედვა განსაზღვრული მოძრაობისას, მაგალითად, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ, სტატიკურ პოზაში.

- როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა?

- პირველ რიგში, ვერტებროლოგმა, ვერტებრონევროლოგმა უნდა შეაფასოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და დასვას წინასწარი დიაგნოზი. შემდგომ ექიმი გადაწყვეტს, რა გამოკვლევაა საჭირო.

- როგორ ვუმკურნალოთ თიაქარს და იკურნება თუ არა?

- გააჩნია, რას ვუწოდებთ განკურნებას. თიაქრის უკან ”ჩასმა”, როგორც პაციენტები ამბობენ, არ ხდება. ასეთმა მანიპულაციამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. თიაქარს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რომელიც მიმართულია ანთებითი პროცესის კუპირებისა და ტკივილის მოხსნისკენ. კომპლექსური მკურნალობა მოიცავს ტრაქციას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს, მანუალურ თერაპიას, რეფლექსოთერაპიას, კინეზოთერაპიას, ლოკალურ მიკროინექციებს, სპეციალური საყელოს ტარებას და სხვა. ამგვარი მკურნალობის შედეგად ხდება ანთებითი პროცესის კუპირება, იკლებს თიაქრის ზომა, მცირდება ზეწოლაც, იხსნება ფუნქციური ბლოკები და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად იწყება დადებითი დინამიკა. თუ დადასტურებულია ოპერაციის პირდაპირი ჩვენება, პაციენტს სჭირდება ნეიროქირურგის კონსულტაცია. პაციენტმა კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობა პერიოდულად, წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროს და არ დაელოდოს გამწვავებას. თუ დაავადება გაუმწვავდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს და გართულებას არ უნდა დაელოდოს, თან აკეთოს სპეციალური ვარჯიშები და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

- მწვავე ტკივილის დროს, როგორც ვიცი, მასაჟი და ვარჯიში არ შეიძლება. ამ დროს როგორ მოვიქცეთ?

- მასაჟი ნებადართულია იმის გათვალისწინებით, სად არის დაზიანება. მწვავე ტკივილის დროს ხდება მტკივნეული ზონის დაზოგვა, ეს კი ხერხემლის სხვა უბნების გადატვირთვას იწვევს. ამ უბნებს განტვირთვა და მოდუნება სჭირდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მასაჟი და მანუალური თერაპია ჩაატაროს სპეციალისტმა ექიმის ზედამხედველობით.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ყველაფერს სჯობია კისრის იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეასრულოს პრევენციის მიზნით სამუშაო ადგილზეც კი. ამ ვარჯიშების პრინციპი წინააღმდეგობის გაწევაა.

  • მარჯვენა ხელისგული მივიდოთ მარჯვენა ლოყაზე. ხელით მივაწვეთ თავს, ხოლო თავით - ხელს ისე, რომ არ დავარღვიოთ სიმეტრიის ღერძი. ვითვლით 20-მდე, შემდეგ 10-20 წამით ვეშვებით. იმავეს ვიმეორებთ მარცხენა მხარესაც. ამ დროს იდაყვი იატაკის პარალელურად უნდა იყოს მოთავსებული, ხოლო თავი არ გადაიხაროს.
  • ორივე ხელისგულს ვიდებთ კეფაზე და უკან ვაწვებით თავით. ვითვლით 20-მდე, მერე კი 10-20 წამით ვეშვებით.
  • ორივე ხელს ვმუშტავთ, ვიდებთ შუბლზე და ვაწვებით. ვითვლით 20-მდე. ვეშვებით.
  • მუშტებით მონაცვლეობით ვაწვებით შუბლს მარჯვნივ და მარცხნივ.
  • ბოლოს ქვედა ყბით ვაწვებით ხელისგულებს.

პერიოდულად საჭიროა ხერხემლის გაჯანსაღება: ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, მასაჟი, მანუალური თერაპია, სპეციალური ვარჯიშები, შანცის საყელოს ტარება ექიმის მითითებათა გათვალისწინებით.

- ცურვა?

- როცა ტკივილის სინდრომი მოხსნილია, ცურვა შეიძლება, თუმცა იგი ხერხემლის სამკურნალო საშუალებად არ მიიჩნევა. ცურვა იმით არის კარგი, რომ ხერხემლის დაუტვირთავად ვავარჯიშებთ კუნთებს, მათ შორის - გულის კუნთსაც. ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშია. კარგი კუნთოვანი კორსეტი და მოქნილი ხერხემალი ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის საფუძველია. ამიტომ მუდმივად ვივარჯიშოთ, რომ ჯანსაღი ხერხემალი გვქონდეს.

- ტურნიკზე რას გვეტყვით?

- ტურნიკზე ჩამოკიდებით კისერი არ იჭიმება.

- ბალიში?

- გავრცელებული მოსაზრება, რომ უბალიშოდ წოლა ჯობს, არ არის მართებული. კისრის ფიზიოლოგიური ლორდოზის შესანარჩუნებლად საჭიროა ორთოპედიული ბალიში, ოღონდ ის სწორად უნდა იყოს შერჩეული.