რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა
IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა

მაისის დასაწყისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (იბრ) მიერ მომზადებული "აფთიაქების ბაზრის კვლევის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" მზადდება ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევართა მიერ; მის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობენ იმავე უნივერსიტეტის სტუდენტები. "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" ინტერესისა და საქმიანობის სფეროა მაკრო- და მიკროეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" გამოსაკვლევად შეარჩია თბილისში შედარებით მსხვილი რამდენიმე სააფთიაქო ქსელი: "ავერსი", "პსპ", "გპს", "ციტყ პჰარმა", "ფარმაცენტრი", "ფარმადეპო", "ნეოფარმი", "36,6", "სახალხო აფთიაქი", "ფარმაგიდი". კვლევის მეთოდოლოგია გახლდათ ვიზიტები აფთიაქებში; სატელეფონო ზარები და აფთიაქების ვებგვერდების ანალიზი. კვლევა მიზნად ისახავდა ფასების დადგენას ერთსა და იმავე წამალზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის და მათ შედარებით ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებს ყველაზე იაფად და რომელი - ყველაზე ძვირად. თბილისში მოქმედ მეტ-ნაკლებად ცნობილ ქსელურ აფთიაქებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წამალი განისაზღვრა (7 სხვადასხვა სახეობის წამლების კატეგორიებიდან).


აქვე გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზე დაყრდნობითაც შედგა ეს კვლევა:
1. ბინტი - სტერილური, პატარა, 5სმX10სმ;
2. ბამბა (სტერილური) - 50 გრამი;
3. იოდი 5% - 10 მლ;
4. წყალბადის ზეჟანგი 3% - 100 მლ;
5. ამოქსიცილინი - 500 მგ. 10 ტაბ.
6. ანალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.
7. ბარალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.
8. კეტანოვი - 10 მგ. 10 ტაბ.
9. ნო-შპა - 40 მგ. 100 ტაბ.
10. ციტრამონი - 10 ტაბ.
11. ადელფანი - 10 ტაბ.
12. რაუნატინი - 10 ტაბ.
13. ვალიდოლი - 10 ტაბ.
14. ვალერიანი - 20 მგ. 10 ტაბ.
15. ომეპრაზოლი - 20 მგ. 10 კაფს.
16. ლევომიცეტინი - 500 მგ. 10 ტაბ.
17. ნაფტიზინი - 0,1% 10 მლ.
18. პარაცეტამოლი - 500 მგ. 10 ტაბ.
19. ბრომჰექსინი - 8 მგ. 25 ტაბ.
20. გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ტაიქოლდის ჩაი - 1 პაკ.

შერჩეული მედიკამენტების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე აფთიაქშია შესაძლებელი. კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები. აფთიაქების პოზიციები წამლებზე ფასების საერთო მოცულობაში ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი მედიკამენტების ფიქსირების სიხშირის მიხედვით განისაზღვრა.


"ყველაზე იაფი" აფთიაქები:
I ადგილი - "ფარმადეპო" (24,0%)
II ადგილი - "პსპ" (20,5%)
III ადგილს ინაწილებენ "სახალხო აფთიაქი", "ფარმაცენტრი" და "ავერსი" (18,5%)


"ყველაზე ძვირი" აფთიაქები:
I ადგილი - "36,6" (40,5%)
II ადგილი - "ნეოფარმი" (35, 2%)
III ადგილი - "ფარმაგიდი" (24,3%)


კვლევაში ფიქსირებული ფასები დადგინდა მომხმარებლებისთვის პროდუქციის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები ლარებშია აღრიცხული და ფიქსირებულია 2012 წლის 26 მარტიდან 10 აპრილამდე არსებული მდგომარეობით. "ილიაუნი ბიზნეს რევიუში" აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: "თუ ეგრეთ წოდებულ "ყველაზე იაფ" აფთიაქებში ოჯახი ჩვენ მიერ შერჩეული ხშირად მოხმარებული წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შეძენა ეგრეთ წოდებულ "ყველაზე ძვირ" აფთიაქებში ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს".

"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაცია უკვე დინამიკაში მიეწოდება საზოგადოებას, რაც ბაზარზე მიმდინარე საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის.


 

თარიღი : 22-07-2015
მარი
ავერსზე ძვირი აფთიაქი თბილისში არაა---რა კვლევა უნდა მაგათ.,... კარგით რაა...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
საქართველოს ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. როგორც "მკურნალი.გე"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულის გამო ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
ექიმებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი კვებასა და ინტელექტუალურ განვითარებას შორის. რომელ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი გონიერი იყოს, ბეჯითი, წარმატებული და არ უჭირდეს დასწავლა თუ მეცადინეობა? თუმცა რა უნდა გააკეთოს ამისთვის? ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს დაუყვირებს ბავშვს და “გააკონტროლებს”, მით უკეთეს შედეგს მიიღებს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.