IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" გამოსაკვლევად შეარჩია თბილისში შედარებით მსხვილი რამდენიმე სააფთიაქო ქსელი: "ავერსი", "პსპ", "გპს", "ციტყ პჰარმა", "ფარმაცენტრი", "ფარმადეპო", "ნეოფარმი", "36,6", "სახალხო აფთიაქი", "ფარმაგიდი". კვლევის მეთოდოლოგია გახლდათ ვიზიტები აფთიაქებში; სატელეფონო ზარები და აფთიაქების ვებგვერდების ანალიზი. კვლევა მიზნად ისახავდა ფასების დადგენას ერთსა და იმავე წამალზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის და მათ შედარებით ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებს ყველაზე იაფად და რომელი - ყველაზე ძვირად. თბილისში მოქმედ მეტ-ნაკლებად ცნობილ ქსელურ აფთიაქებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წამალი განისაზღვრა (7 სხვადასხვა სახეობის წამლების კატეგორიებიდან).

აქვე გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზე დაყრდნობითაც შედგა ეს კვლევა:

1. ბინტი - სტერილური, პატარა, 5სმX10სმ;

2. ბამბა (სტერილური) - 50 გრამი;

3. იოდი 5% - 10 მლ;

4. წყალბადის ზეჟანგი 3% - 100 მლ;

5. ამოქსიცილინი - 500 მგ. 10 ტაბ.

6. ანალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.

7. ბარალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.

8. კეტანოვი - 10 მგ. 10 ტაბ.

9. ნო-შპა - 40 მგ. 100 ტაბ.

10. ციტრამონი - 10 ტაბ.

11. ადელფანი - 10 ტაბ.

12. რაუნატინი - 10 ტაბ.

13. ვალიდოლი - 10 ტაბ.

14. ვალერიანი - 20 მგ. 10 ტაბ.

15. ომეპრაზოლი - 20 მგ. 10 კაფს.

16. ლევომიცეტინი - 500 მგ. 10 ტაბ.

17. ნაფტიზინი - 0,1% 10 მლ.

18. პარაცეტამოლი - 500 მგ. 10 ტაბ.

19. ბრომჰექსინი - 8 მგ. 25 ტაბ.

20. გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ტაიქოლდის ჩაი - 1 პაკ.

შერჩეული მედიკამენტების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე აფთიაქშია შესაძლებელი. კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები. აფთიაქების პოზიციები წამლებზე ფასების საერთო მოცულობაში ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი მედიკამენტების ფიქსირების სიხშირის მიხედვით განისაზღვრა.

"ყველაზე იაფი" აფთიაქები:

I ადგილი - "ფარმადეპო" (24,0%)

II ადგილი - "პსპ" (20,5%)

III ადგილს ინაწილებენ "სახალხო აფთიაქი", "ფარმაცენტრი" და "ავერსი" (18,5%)

"ყველაზე ძვირი" აფთიაქები:

I ადგილი - "36,6" (40,5%)

II ადგილი - "ნეოფარმი" (35, 2%)

III ადგილი - "ფარმაგიდი" (24,3%)

კვლევაში ფიქსირებული ფასები დადგინდა მომხმარებლებისთვის პროდუქციის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები ლარებშია აღრიცხული და ფიქსირებულია 2012 წლის 26 მარტიდან 10 აპრილამდე არსებული მდგომარეობით. "ილიაუნი ბიზნეს რევიუში" აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: "თუ ეგრეთ წოდებულ "ყველაზე იაფ" აფთიაქებში ოჯახი ჩვენ მიერ შერჩეული ხშირად მოხმარებული წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შეძენა ეგრეთ წოდებულ "ყველაზე ძვირ" აფთიაქებში ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს". "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაცია უკვე დინამიკაში მიეწოდება საზოგადოებას, რაც ბაზარზე მიმდინარე საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის.