რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ? - გადაუდებელი კონტრაცეფცია
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ? - გადაუდებელი კონტრაცეფცია
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ? - ... საუბრობს, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მაია პარკაული.

სიყვარულს დაცვა სჭირდება.თითოეული ჩვენი არჩევანი კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაზე. XXI საუკუნეში, ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებით, ჩვენ თავად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ცხოვრება, როგორიც გვსურს... სასურველი ბავშვი, სასურველ დროს... და იმდენი შვილი რამდენიც გვინდა.


კონტრაცეფციის ეს ფორმა სიცოცხლის მანძილზე, შეიძლება ნებისმიერ ქალს, არაერთხელ დასჭირდეს. მიმიხვდით ალბათ - გადაუდებელ კონტრაცეფციას ვგულისხმობ.
გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ მას ზოგჯერ "მეორე დილის აბებსა" და "პოსტკოიტალურ კონტრაცეფციასაც" უწოდებენ, მაგრამ სჯობს, ტერმინი "გადაუდებელი კონტრაცეფცია" გამოვიყენოთ, რომელიც უკეთესად გამოხატავს მეთოდის არსს. ეს ტერმინი მიანიშნებს, რომ კონტრაცეფციის ამ სახეობის ხშირი გამოყენება არ არის საჭირო და არ გვიქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს აბები აუცილებლად სქესობრივი კონტაქტის მეორე დილას ან სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე უნდა მივიღოთ.
გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს:პროგესტინულ აბს, კოკს (კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს), ანტიპროგესტერონს (მიფეპრისტონს - გინეპრისტონს), საშვილოსნოსშიდა საშუალებას (სპირალი).
მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ ახდენს ზემოქმედებას უკვე დამდგარ ორსულობაზე და არ იწვევს თვითნებით აბორტს. დღეს შევჩერდები კონტრაცეფციის ერთ - ერთი საშუალებაზე , ეს არის ანტიპროგესტერონი (გინეპრისტონი).

რა შეიძლება ითქვას გინეპრისტონის მოქმედების მექანიზმზე? მარტივად რომ ავხსნათ: თუ დაუცველი სქესობრივი აქტი იყო ოვულაციამდე, მაშინ გინეპრისტონი ბლოკავს ოვულაციის პროცესს - კვერცხუჯრედი არ ტოვებს ფოლიკულს, არ ხვდება სპერმატოზოიდს, შედეგად ორსულობა არ დგება. იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი აქტი განხორციელდა ოვულაციის შემდგომ, მაშინ გინეპრისტონი მოქმედებს ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, კერძოდ ის არ მომზადდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად), ის არ ემაგრება ლორწოვანს და შესაბამისად ორსულობა არ დგება. გინეპრისტონი გამოირჩევა კარგი ამტანობით და გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირით. თუმცა მკაცრად უნდა განისაზღვროს , რომ გინეპრისტონი არის ექსტრემალური კონტრაცეფციული საშუალება და არა ყოვედღიური კონტრაცეპტივი, ის არ გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისათვის. აღნიშნულ სიტუაციაში მოხვედრისას უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმ- გინეკოლოგთან, ან მიმართოდ გამოცდილ ფარმაცევტს რომელიც მოგაწვდით სწორ და სრულ ინფორმაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გადაუდებელი კონტრაცეფცია უსაფრთხო მეთოდია. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც მას იყენებენ, რასაც რაიმე სერიოზული სამედიცინო გართულება არ მოჰყოლია. ასევე არ დადასტურებულა ანტიპროგესტერონის(მიფეპრისტონის, გინეპრისტონის,) კავშირი ნაყოფის სიმახინჯეებთან, თანდაყოლილ დეფექტებთან. გადაუდებელი კონტრაცეფცია არც ექტოპიური ორსულობის რისკს ზრდის.

ვინც ასეთ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილა, ალბათ დამეთანხმება, რომ გადაუდებელ კონტრაცეფციას ბევრი დადებითი მხარე აქვს: ის სრულიად უსაფრთხოა; იოლად ხელმისაწვდომია- გაიცემა რეცეპტის გარეშე; ამცირებს აბორტის საჭიროებას; ამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს; გამოიყენება ახალგაზრდებთან, რომლებიც, ნაკლებად სავარაუდოა, პირველი სქესობრივი კავშირისთვის იყვნენ მომზადებულნი. და ასევე ფიზიოლოგიური ამენორეის , ძუძუთი კვების პერიოდში.

გადაუდებელი კონტრაცეფცია არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა:
-სქესობრივი კავშირი კონტრაცეფციული საშუალების გარეშე;
-კონტრაცეპტივის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევა - კონდომის გახევა ან ჩამოცურება
- ზედიზედ, ორი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღების გამოტოვება - სქესობრივი აქტის წარუმატებელი შეწყვეტა - ციკლის ფერტილური დღის არასწორი გამოთვლა - საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოვარდნა და სხვა;
-სქესობრივი ძალადობისას, როდესაც ქალი არ იყო დაცული კონტრაცეფციული მეთოდით.
დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად (არა უგვიანეს 72-120 საათისა) უნდა მიიღოს:
* 1 აბი გინეპრისტონი 10 მგ ერთჯერადად.

გადაუდებელ კონტრაცეფციას მრავალი უპირატესობა აქვს. მისი უმთავრესი ღირსება ეფექტურობაა. მისი გამოყენებისას 100 ქალზე წელიწადში ორსულობის მხოლოდ 0,3-3% შემთხვევა მოდის. ის ხელს არ უშლის სქესობრივ კავშირს და ერთ-ერთი ყველაზე კონფიდენციალური მეთოდია. რაც მთავარია, შექცევადია - როცა მზად იქნებით, დაგეგმილად, ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე მოახერხებთ დაორსულებას. .ამ მეთოდის კიდევ ერთი დიდი ღირსება ის არის, რომ ხელსაყრელია მეძუძური დედებისთვის (მისი მიღება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება)ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უნდა იცოდეთ , რომ მშობიარობის შემდგომ, მენსტრუაციის ციკლის აღდგენამდეც შესაძლებელია დაორსულება.
გახსოვდეთ, გამოსავალი ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს, მთავარია, ამის შესახებ იცოდეთ. ეცადეთ, არ დაგჭირდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში, უკვე იცით, როგორ მოიქცეთ.
მნიშვნელოვანია!
არ გამოიყენოთ პოსტკოიტალური კონტრაცეფცია, როგორც თავის დაცვის რეგულარული საშუალება. გადაუდებელი კონტრაცეფცია არ გიცავთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან.
არ შეშინდეთ, თუ პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ მენსტრუალური პერიოდი დაგიგვიანდათ. ეს კონტრაცეპტივის ერთ-ერთი შესაძლო გვერდითი ეფექტია. დაელოდეთ 5-7 დღე, ან ორსულობის დასადგენი ტესტი გამოიყენე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 240 24 44.

R
თარიღი : 20-02-2016
givi
ესეიგი აბორრული არ არის და თუ შეგიძლიათ სტატის ლინკი დადოთ სადაც კობტრაცეპტივებზეა საუბარი რომელიც აბორტს არ იწვევს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1 153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 11 ბავშვია.ინტოქსიკაციით კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" 3-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.
ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.