რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ
საუბრობს კლინიკა "ინ ვიტრო"-სა და "დავით გაგუას კლინიკის" მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ბატონი გიორგი ცერცვაძე გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება აუცილებელი ხდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ,არასასურველი ორსულობიოს თავიდან ასაცილებლად. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კონტრაცეფციის ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად. ოჯახის დაგეგმვა რჩება 21-ე საუკუნის ერთ - ერთ ყველაზე აქტუალურ მედიკო სოციალურ პრობლემად და იქცევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკის, ფედერალური და საერთაშორისო პროგრამების ყურადღებას.


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)-ს განმარტებით - "ოჯახის დაგეგმვა" მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას გადაჭრის: - არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას, მშობლების ასაკის გათვალისწინებით. ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილობა და ვარეგულიროთ შობადობა. ხელოვნური აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა , პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს (უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს გარე ორსულობა).

ამჟამად არსებული კონტრაცეფციის მეთოდები იყოფა შემდეგ ჯგუფებად. -ჰორმონული კონტრაცეფცია (კომბინირებული ორალური და საინექციო კონტრაცეფცია, "მინი პილი", პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი, კომბინირებული ტრანსდერმალური პლასტირი); - საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია; - ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია - ლაქტაციური ამენორეის მეთოდი; - ბერიერული მეთოდი (კონდომი); - შეწყვეტილი სქესობრივი აქტი; - გადაუდებელი კონტრაცეპცია (გინეპრისტონი) ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეპცია(პოსტკოიტალური კონტრაცეპცია, დილის აბები) გამოიყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ. ამ ტიპის კონტრაცეფციის გამოყენების არსი მდგომარეობს შემდეგში: არ მოხდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერება ან მოხდეს ოვულაციის გადავადება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ციკლის რომელ ფაზაში მოხდა სქესობრივი აქტი. გამომდინარე აქედან ეფექტურია ციკლის ნებისმიერ ფაზაში. გადაუდებელი კონტრაცეფცია (გინეპრისტონი) გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან ერთჯერადად 120 სთ-ის განმავლობაში. ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენების ვადაზე,რადგან თვითონ ეფექტურობა მცირდება სქესობრივი აქტიდან გასული დროის უკუპროპორციულად. მკაცრად უნდა ავღნიშნოთ , რომ ამ ტიპის კონტრაცეფცია არ გამოიყენება რეგულარული ხმარებისათვის. ამ მეთოდის გახშირებული საჭიროებისას, აუცილებელია ქალს სწორად შეერჩეს გეგმიური კონტრაცეფციის ერთ ერთი, ზემოთ აღნიშნული, მისთვის მისაღები მეთოდი.

საინტერესოა განვსაზღვროთ, რა შემთხვევებში გამოიყენება გადაუდებელი კონტრაცეფცია? გადაუდებელიკონტრაცეფციის მე- თოდები გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ: სქესობრივი აქტი იყო დაუცველი ან/თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი ეჭვს იწვევს, პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა, ორალური კონტრაცეპტივის ორი ან მეტი მიღების თანმიმდევრობის გამოტოვება, პერიოდული თავშეკავების მე- თოდის გამოყენების დროს, გამოთვლით დაშვებული შეცდომისას, თუ ადგილი ჰქონდა ძალდატანებით სქესობრივ აქტს ანუ გაუპატიურებას. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო პრეპარატ გინეპრისტონზე, რომლის აქტიურ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მიფეპრისტონი (სინთეზური ანტიგესტაგენი რომელიც მოქმედებს რეცეპტორებზე-) მცირე დოზით (10 მგ). ის ხასიათდება მაღალის კონტრაცეფციული ეფექტურობით, რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ მენსტრუალური ფაზის ნებისმიერ პერიოდში. თუ
დაუცველი სქესობრივი აქტი იყო ოვულაციამდე, მაშინ გინეპრისტონი იწვევს ე.წ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გადასროლის შეფერხებას, რაც თავის მხრივ გადაავადებს ოვულაციის პროცესს - კვერცხუჯრედი არ ტოვებს ფოლიკულს მოცემულ მომენტში, არ ხვდება სპერმატოზოიდს, შედეგად ორსულობა არ დგება. იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი აქტი განხორციელდა ოვულაციის შემდგომ, მაშინ გინეპრისტონი მოქმედებს ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, რომელიც არ მომზადდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად), ის არ ემაგრება ლორწოვანს და შესაბამისად ორსულობა არ დგება. გინეპრისტონი გამოირჩევა კარგი ამტანობით და გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირით. თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ გინეპრისტონი არის გადაუდებელი კონტრაცეფციული საშუალება და არა ყოვედღიური კონტრაცეპტივი, ის არ გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისათვის. აღნიშნულ სიტუაციაში მოხვედრისას უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმ- გინეკოლოგთან, ან მიმართოდ გამოცდილ ფარმაცევტს რომელიც მოგაწვდით სწორ და სრულ ინფორმაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. გადაუდებელი კონტრაცეპცია, თღავიდან აგაცილებთ არასასურველ ღელვას დაუგეგმავი ორსულობის გამო. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 240 24 44

R
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.