რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
რა არის განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლოვობის შემცირების მიზეზი
რა არის განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლოვობის შემცირების მიზეზი
განვითარებულ ქვეყნებშიც არის პრობლემები, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მაგალითად ნარკოტიკები, იარაღით დაჭრა, ავტოავარიები. აღსანიშნავია, ის რომ აღნიშნული ინციდენტების შედეგად ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმები, ავტოკატასტროფები და ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირება (ან მოწამვლა), წარმოადგენს 44
წლამდე ასაკის ამერიკელების სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს.

აღნიშნული მიზეზებით სიკვდილიანობის დონე, შტატებში უფრო მაღალია, ვიდრე 12 განვითარებული ქვეყნის ანალოგიური მაჩვენებელი (ავსტრია, დანია, ფინეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, და დიდი ბრიტანეთი).

სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,6 წელია, აშშ-ში 76,4 წელი. მამაკაცები ქალებზე ნაკლებს ცოცხლობენ. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში 81,2 წელია, ხოლო სხვა განვითარებულ ქვეყნებში - 83,4 წელი.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1 153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 11 ბავშვია.ინტოქსიკაციით კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" 3-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.
ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.