გერმანელებმა უშვილობის პრობლემა გადაჭრეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გერმანელებმა უშვილობის პრობლემა გადაჭრეს

ეს არის უმარტივესი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ნაკლებმოძრავი, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელი სპერმატოზოიდები მიუახლოვოს კვერცხუჯრედს - აცხადებს Zee News.

გერმანელთა გამოგონება ეფუძნება მიკროძრავებზე მრავალწლიან მუშაობას. ინტეგრაციული ნანომეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს მიკროსკოპული მეტალის სპირალები, (ე.წ სპირალუკები, როგორც თავად უწოდებენ), რომლებიც თავსდება სპერმატოზოიდის კუდის გარშემო. სპირალების მოძრაობა და შესაბამისად, სპერმატოზოიდების გადაადგილება კონტროლდება მბრუნავი მაგნიტური ველით.

ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა: მიკროძრავებს სპერმატოზოიდები მიჰყავთ კვერცხუჯრედთან, სადაც ისინი რჩებიან. ეს გენიალური გადაწყვეტაა - აცხადებენ მკვლევარები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელოვნური განაყოფიერება შედარებით მარტივი და არცთუ ისე ძვირადღირებული მეთოდია. ამ დროს ხომ სპერმა სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტის დახმარებით შეჰყავთ და პროცედურის ეფექტურობა 30 %-ზე ნაკლებია. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, თუმცა, ის მეტად ძვირადღირებული და საკმაოდ რთული პროცესია.

სპერმატოზოიდებისათვის აქტიურობის მინიჭება მიკროძრავების დახმარებით კი ხარჯების ეკონომიის საშუალებას იძლევა და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაზრდილია განაყოფიერების შანსი.

თინათინ გოცაძე