ფულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს
ასეთი დასკვნა გააკეთეს ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნებაა.
მეცნიერებმა გააანალიზეს 6 კვლევის მონაცემები. მათ გამოარკვიეს: ფინანსური არასტაბილურობა დაკავშირებული იყო ფიზიკურ ტკივილთან, ტკივილის ზღურბლის დაქვეითებასთან და დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლის მიღებასთან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ადამიანები კარგავენ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს, რის შედეგადაც იზრდება შფოთისა და სტრესის დონე. თავის მხრივ, სტრესთან და შფოთთან დაკავშირებული ნეირონები კავშირშია ტკივილის შეგრძნებასთან.
ლალი ჩხიკვაძე