რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გოჭებს მალე დონორული ორგანოების მისაღებად გამოიყენებენ
გოჭებს მალე დონორული ორგანოების მისაღებად გამოიყენებენ
გენეტიკოსთა ევროპული ასოციაციის ყოველწლიურ სხდომაზე მკვლევარებმა ადამიანებისთვის გადასანერგი დონორული ორგანოების გენეტიკურად გაზრდის უახლესი შედეგები წარმოადგინეს. როგორც ისინი ამტკიცებენ, უახლოეს პერიოდში გოჭებს გამოიყენებენ გადანერგვისთვის ვარგისი ორგანოების მისაღებად (გასაზრდელად). ტოკიოს უნივერსიტეტთან არსებული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა, წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა ხირომიტსუ ნაკაუჩიმ დეტალურად აღწერა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება ბლასტოციტების დამატებით განვითარებას - წერს MegaMedportal.ru.

ექსპერიმენტებში პირველ ეტაპზე გამოყენებული იყო ვირთაგვები და წრუწუნები. ამ უკანასკნელთა ორგანიზმში შეჰყავდათ ვირთაგვების ღეროვანი უჯრედები, იმისათვის, რომ მათ სხეულში გაზრდილიყო შემდგომში ვირთაგვების ორგანიზმში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადასანერგად ვარგისი სათანადო ორგანოები. მეცნიერები იყენებდნენ არა მხოლოდ მოზრდილ, არამედ პლურიპოტენტულ (ე.წ. ჩანასახოვან) ღეროვან უჯრედებსაც. წრუწუნების ემბრიონებს ხელოვნურად აცლიდნენ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) განვითარებაზე, რის შემდეგაც შეჰყავდათ ვირთაგვების ღეროვანი უჯრედები. ამ უჯრედებიდან საბოლოოდ წრუწუნების ორგანიზმში კუჭუკანა ჯირკვალი ვითარდებოდა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ანალოგიური ტექნოლოგიის ადაპტირება შესაძლებელია გოჭებთან და ადამიანებთან მიმართებაში, რადგანაც ღორის ორგანიზმი მექანიკური რეაქციებითა და სხვა თვისებებით ძალიან წააგავს ადამიანისას. აღნიშნული ტიპის თეორია ადრეც მუშავდებოდა, მაგრამ სრულყოფილი ტექნოლოგიის არარსებობის გამო, პრაქტიკული ნაწილის მისადაგება ადამიანის ღეროვან უჯრედებთან შეუძლებელი იყო. ასე რომ, უახლესმა მიღწევებმა შესაძლოა მეცნირებასა და მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 
მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს ძვლის ტვინში ძალიან ბევრი ერიტროციტი, ლეიკოციტი ან თრომბოციტი გამომუშავდება. შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტოტრექსატი (ართრიტის სამკურნალო წამალი)
ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.
მერკის ენციკლოპედია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნია ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ, რომელიც განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისთვის. იგი წლებია ინარჩუნებს სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის პოზიციას.
როგორც ვიცით,ეს უნივერსალური წიგნი 300-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა შეადგინა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის საწინდარია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი დაღლილობა ახასიათებს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადის. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ანთებითი დაავადებაა.
ვინჩესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა. მოხალისეებს უჩვენებდნენ ფერად ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იყო ქალისა და მამაკაცის სახე. მათ სთხოვეს შეეფასებინათ სახის ცალკეული დეტალი (თვალები, ტუჩები, თმა, ცხვირი) ან მთლიანი სახე.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.