9 სახეობის ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

9 სახეობის ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა

როგორც აღმოჩნდა, დაფასოებული ქართულ თაფლი ანტიბიოტიკებს შეიცავს. დასკვნას "მომხმარებელი.გე" საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

შემოწმდა შემდეგი სახელწოდების თაფლი:

  1. "ცაცხვის" - შპს "მეფუტკრე", გამოშვების თარიღი 07-12-2015;
  2. "ქართული თაფლი" - შპს "მეთაფლია", გამოშვების თარიღი 25-12-2015;
  3. ნატურალური ალპური ზონის თაფლი "ფეფე", ი.მ. "გიორგი ტატიშვილი", გამოშვების თარიღი 27-09-2015;
  4. ცაცხვის თაფლი "დათუნია", შპს "მაჭახელა", გამოშვების თარიღი15-12-2015;
  5. " მაისის თაფლი", შპს "გსქ კულა", გამოშვების თარიღი 10-12-2015;
  6. "თაფლი ნატურალური" რკ "გომი", გამოშვების თარიღი 20-07-2015;
  7. "ცაცხვის თაფლი", შპს "ლავიგო", გამოშვების თარიღი არ არის მითითებული;
  8. "თაფლი სტორის ხეობიდან", ი.მ. "მამუკა ტერტერაშვილი", გამოშვების თარიღი მითითებული არ არის;
  9. "მაისის თაფლი", შპს "ფუტკარა", გამოშვების თარიღი 11-12-2015.

ყველა პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიაში ნატურალურობის, აგრეთვე პროდუქტში ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების ნარჩენების შესამოწმებლად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნორმაშია. ასევე ნორმის ფარგლებშია პროდუქტში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა.

თუმცა, თითქმის ყველა პროდუქტში აღმოჩნდა ანტიბიოტიკების - ტეტრაციკლინისა და ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა. (იხილეთ ცხრილი)

"მომხმარებელი.გე" განმარტავს, რომ შემოწმებულ პროდუქტებში ტეტრაციკლინის რაოდენობა ნორმის ფაგლებშია. რაც შეეხება ქლორამფენიკოლს, მისი ნარჩენის არსებობა სასურსათო პროდუქტში ნებისმიერი რაოდენობით იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ეს აკრძალვა ძალაში შევა 2016 წლის ივლისიდან. ინფორმაცია შემოწმების შესახებ გაეგზავნა შესაბამის მეწარმეებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.