შავი პილპილი ვიტილიგოს წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შავი პილპილი ვიტილიგოს წინააღმდეგ

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პიპერინი, რომელიც წიწაკას სპეციფიკურ გემოს აძლევს, კანის პიგმენტის წარმოქმნას ასტიმულირებს.

ლონდონის ს ვიტილიგო ამეფო კოლეჯის მკვლევარებმა პიპერინისა და მისი სინთეტიკური წარმოებულების ეფექტი ექსპერიმენტულ თაგვებზე შეისწავლეს. ნივთიერებას ვიტილიგოთი დაავადებულ მღრღნელებს კანზე უსვამდნენ, ზოგიერთ მათგანს კი ტრადიციულ სხივურ თერაპიასაც უტარებდნენ.

გაირკვა, რომ -

  • პიპერინითა და მისი ორი წარმოებულით ექვსკვირიანი მკურნალობის შემდეგ თაგვების კანმა ერთგვაროვანი ღია ყავისფერი შეფერილობა მიიღო, პიპერინისა და ულტრაიისფერი დასხივების კომბინირებული გამოყენების შედეგად კი თაგვებს კანი უფრო მუქი ყავისფერი გაუხდათ.

ეფექტი სწრაფად გახდა თვალსაჩინო და უფრო მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ულტრაიისფერი სხივებით მონოთერაპიის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პიპერინის ეფექტი კანის პიგმენტური უჯრედების - მელანოციტების წარმოქმნის სტიმულირებას უკავშირდება. მათ იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ ამ ნივთიერების საფუძველზე შეიქმნება წამალი, რომელიც შეამცირებს ულტრაიისფერი დასხივების აუცილებლობას და კანის კიბოს განვითარების რისკიც იკლებს.

ვიტილიგო პიგმენტაციის დარღვევაა, რომელიც კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტ მელანინის გაქრობით გამოიხატება. დაავადების მიზეზი უცნობია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდი კი მხოლოდ მის განვითარებას ანელებს. ვიტილიგოთი დედამიწის ყოველი მეასე მცხოვრებია დაავადებული.