რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ბავშვის ჩასახვისთვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება
ბავშვის ჩასახვისთვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ხენკ გრილი განმარტავს: წყვილს ბავშვის ჩასახვისათვის დასჭირდება მხოლოდ ლაბორატორიაში მისვლა, სადაც ქალებს კვერცხუჯრედის შექმნისთვის კანის უჯრედებს აუღებენ, პოტენციურ მამებს კი - სპერმის ნიმუშებს. წარმატებით განაყოფიერებული ასეულობით კვერცხუჯრედიდან პოტენციური მშობლები შეძლებენ აირჩიონ შესაბამისი ემბრიონი მათთვის სასურველი პარამეტრებით, რადგანაც ცნობილი იქნება მომავალი ბავშვის სქესი, თვალებისა
და თმის ფერი, ქცევა და ინტელექტის დონე.

გარდა ამისა, ხელოვნური ჩასახვის წყალობით ბავშვი არ იქნება მძიმე პათოლოგიებით დაავადებული. სადღეისოდ გენეტიკოსებს შემუშავებული აქვთ არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ზემოთ აღნიშნული ყველა ფაქტორი. შექმნილია უამრავი ტესტი, რომელიც მეცნიერებს სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, სადღეისოდ მეცნიერებს უკვე შეუძლიათ სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების (ანუ შესაბამისად, მამაკაცისა და ქალის სასქესო უჯრედების) გაზრდა ღეროვანი უჯრედებიდან.

პროფესორ გრილის თქმით, თანამედროვე კლონირებისა და უჯრედული ტექნოლოგიების შერწყმით ქალებს აღარ მოუწევთ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წინ ინვაზიური პროცედურებით ტანჯვა. თუმცა, დასახელებული მეთოდების გამოყენება საზოგადოებაში ჯერ კიდევ სერიოზულ ეთიკურ პრობლემად რჩება.
როგორც ამბობენ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს!

თინათინ გოცაძე
თარიღი : 26-02-2017
ფრთხილად ვიყოთ
ეს ძალიან ცუდი ამბავია! ფრთხილად იყვნენ! ჯერ სუროგატი დედობა მოიგონეს და რამხელა ცოდვაში ჩააგდეს კაცობრიობა. ბავშვს რამდენი დედა ყავს რა გამოდის? და რამდენი მამა? ქალს რამდენ კაცთანაც აქვს ურთიერთობა ყველას თესლი მის ორგანიზმში რჩება და როცა ბავშვი იბადება ყველას გენეტიკურ კოდს ატარებს. იყო შემთხვევა, როდესაც თერთრკანიან წყვილს ზანგი ბავშვი დაებადათ და გაგიჟდა მეუღლე ეგონა ცოლმა უღალატა, მერე კი გაირკვა რომ მანამდე ყოლია ზანგი პარტნიორი. არავინ იცის ის გენეტიკა სად გამოიჩენს თავს. ამიტომაა ქალის სიწმინდე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ეხლა რომ ვითომ ყველაფერს ხაზს უსვამენ. ხვდებით სუროგატი დედის შემთხვევაში ბავშვში რამხელა სისხლის აღრევა ხდება? ეს საშინელებაა! ეს როგორ დაუშვეს! მესმის შვილის ყოლის სურვილი რამდენად დიდია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე უმჯობესია შვილი აიყვანონ, ვიდრე ამხელა ცოდვა აიკიდონ თვითონაც და აკიდონ სრულიად უდანაშაულო ბავშვსაც. გაითვალისწინეთ ეს ჩემო კარგებო.
თარიღი : 26-02-2017
ფრთხილად ვიყოთ
ეს ძალიან ცუდი ამბავია! ფრთხილად იყვნენ! ჯერ სუროგატი დედობა მოიგონეს და რამხელა ცოდვაში ჩააგდეს კაცობრიობა. ბავშვს რამდენი დედა ყავს რა გამოდის? და რამდენი მამა? ქალს რამდენ კაცთანაც აქვს ურთიერთობა ყველას თესლი მის ორგანიზმში რჩება და როცა ბავშვი იბადება ყველას გენეტიკურ კოდს ატარებს. იყო შემთხვევა, როდესაც თერთრკანიან წყვილს ზანგი ბავშვი დაებადათ და გაგიჟდა მეუღლე ეგონა ცოლმა უღალატა, მერე კი გაირკვა რომ მანამდე ყოლია ზანგი პარტნიორი. არავინ იცის ის გენეტიკა სად გამოიჩენს თავს. ამიტომაა ქალის სიწმინდე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ეხლა რომ ვითომ ყველაფერს ხაზს უსვამენ. ხვდებით სუროგატი დედის შემთხვევაში ბავშვში რამხელა სისხლის აღრევა ხდება? ეს საშინელებაა! ეს როგორ დაუშვეს! მესმის შვილის ყოლის სურვილი რამდენად დიდია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე უმჯობესია შვილი აიყვანონ, ვიდრე ამხელა ცოდვა აიკიდონ თვითონაც და აკიდონ სრულიად უდანაშაულო ბავშვსაც. გაითვალისწინეთ ეს ჩემო კარგებო.
თარიღი : 26-02-2017
ehh
ამდენი კაჯური და ურრწმუნო "მეცნიერება" დაღუპავს კაცობრიობას..ღმერტო სენ გაარჩინე გონიერ ადამიანტა მოდგმა რომელსაც სენი სჯერა და სწამს!!
თარიღი : 01-01-2017
anzori
მაგარი უაზრობაა ყველაფერში ცხვირს ყოფენ ეტყობა საქმე არა აქვთ სულ გადაირივნენ მეცნიერის მანტიაში შომოსილი ,,ურწმუნოები". დასავლეთი ძალიან საშიში გახდა რუსეთი გაირბინა ღმერთმა დაიფაროს საწყალი ბავშვები და ასეთი მშობლები. ოჯახების არსებობასა და განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება
თარიღი : 29-12-2016
kako
ეტო უჟე პიზდეც
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
საქართველოს ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. როგორც "მკურნალი.გე"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულის გამო ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
ექიმებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი კვებასა და ინტელექტუალურ განვითარებას შორის. რომელ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი გონიერი იყოს, ბეჯითი, წარმატებული და არ უჭირდეს დასწავლა თუ მეცადინეობა? თუმცა რა უნდა გააკეთოს ამისთვის? ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს დაუყვირებს ბავშვს და “გააკონტროლებს”, მით უკეთეს შედეგს მიიღებს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.