რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
შოტლანდიაში სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკი მოქმედებს
შოტლანდიაში სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკი მოქმედებს
შოტლანდიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მეცნიერებმა დაიწყეს ბავშვების კბილებიდან (კონკრეტულად სარძევე) ღეროვანი უჯრედების შეგროვება. აღნიშნულ უჯრედებს ყინავენ და ხანგრძლივი დროით ინახავენ. ღეროვანი უჯრედების "გალღობა" იმ შემთხვევაში ხდება, როცა ბავშვს მკურნალობა სჭირდება.

ღეროვანი უჯრედების შეგროვებისა და გაყინვის პროექტი რეალიზდება ამერიკული კომპანია BioEden-ის მიერ. "ჩვენ პიონერები ვართ სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკის შექმნაში. სადღეისოდ კომპანია BioEden-ს მსოფლიოს 60 ქვეყანაში 20 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავს", - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ტონი ვევერკა.

უჯრედების შენახვა თვეში დაახლოებით 16 დოლარი ღირს. როგორც კი ბავშვს სარძევე კბილი ძვრება,
მშობლებს სთავაზობენ მის ლაბორატორიაში წარდგენას. იქ კბილს ასუფთავებენ, ამუშავებენ და მისგან ღეროვან უჯრედებს გამოყოფენ. თურმე თითოეული სარძევე კბილი შეიცავს ღეროვანი უჯრედების მცირე რაოდენობას, თუმცა იმდენს, რომ შესაძლებელია კულტივირება და მათი რიცხვის რამდენიმე მილიონამდე გაზრდა.

სარძევე კბილებში პოულობენ მეზენქიმალურ (მეზენქიმა ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილია) უჯრედებს, რომლებიც დასაბამს აძლევს სხვა ტიპის უჯრედებს, კონკრეტულად ძვლოვანს, ხრტილოვანს, კუნთოვანსა და ცხიმოვანს.

სადღეისოდ ბევრად პოპულარულია ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედების მოპოვება. ამ უჯრედებისგან შემდგომში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ჰემატოპოეტური (ანუ სისხლმბადი) უჯრედების მიღება. ღეროვან უჯრედებზე უამრავი კვლევა მიმდინარეობს, თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე მისცემს დასაბამს ახალი თერაპიული მეთოდის განვითარებას.

კომპანია BioEden-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკვე გამოიყენეს ბანკში დაცული რამდენიმე ნიმუში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და "მგლის ხახის" სამკურნალოდ.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1 153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 11 ბავშვია.ინტოქსიკაციით კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" 3-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.
ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.