რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რატომ უყვართ ადამიანებს ნაყინი
რატომ უყვართ ადამიანებს ნაყინი
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.

სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ საბავშვო ლიტერატურაში აღწერილ
საკვებს შორის განსაკუთრებული ადგილი ნაყინს ეკავა. წიგნებში ხშირად ჩუქნიდნენ მას დღესასწაულებზე. ის ეხმარებოდა ადამიანებს უკეთ ეგრძნოთ თავი, რაც უკავშირდებოდა ზღაპრის ბედნიერ დასასრულს.

მეცნიერების აზრით, ბავშვებს ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ყველა პროდუქტისადმი. მასმედიაში მავნე საკვები ხშირად დადებით ჭრილში შუქდება, შეიძლება ამიტომაც მოსწონთ ის პატარებს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ წიგნების საშუალებით ჯანსაღი საკვების აღწერით, მშობლები შეძლებენ შვილებისათვის ბოსტნეულის შეყვარებას.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყალმცენარეების საფუძველზე შექმნეს იმუნომასტიმულირებელი კომპლექსების ნანონაწილაკები, რომლებიც გამიზნულია ახალი თაობის ანტიინფექციური ვაქცინის შესაქმნელად.
ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების (გადახრების) შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.