რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ბრაილის შრიფტის გამოცემა დაემატა
ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ბრაილის შრიფტის გამოცემა დაემატა
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა. ჟურნალის გამოცემა ფეხბურთელმა ლაშა სალუქვაძემ დააფინანსა. "უსინათლოთა კავშირში" გამართულ პრეზენტაციას კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძე და უსინათლოები ესწრებოდნენ. მათ მადლიერება გამოხატეს ბრაილის შრიფტით ჟურნალის გამოცემის გამო და მათთვის ამ ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ "ოჯახის მკურნალში" ყოველთვის დაიბეჭდება მასალები, რომლებიც უსინათლოების ჯანმრთელობის პრობლემებსაც შეეხება.

mkurnali.ge

როგორც "მედია კომუნიკატორის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა განაცხადა, ბრაილის შრიფტით ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" დასაბეჭდად "მედია კომუნიკატორსა" და "ოჯახის მკურნალს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად, თებერვალში ჟურნალის 10 ეგზემპლარი უკვე დაიბეჭდა. წლის ბოლომდე კი ყოველთვიურად 21 ეგზემპლარი დაიბეჭდება და კავშირის 21 ფილიალში გადანაწილდება. ამ ჟურნალის საშუალებით კავშირის წევრები ჯანსაღად ცხოვრების წესს, ექიმის რჩევებს, სხვადასხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის თქმით, მათ არ აქვთ ფუფუნება მსგავსი სახის ლიტერატურას ბრაილის შრიფტით გაეცნონ. "ბრაილის შრიფტის მცოდნე ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაც მსგავსი
სამედიცინო ლიტერატურის კითხვა აინტერესებთ", - განაცხადა ცაიშვილმა.

mkurnali.ge

თამარ მამაცაშვილი, "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი:
ჩვენი ჟურნალი საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, როგორც ქველმოქმედი. ახლა კი ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ისეთი სეგმენტისთვის გავხდით ხელმისაწვდომი, როგორიც უსინათლოთა საზოგადოებაა. ეს მეტად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოცაა ჩვენი რედაქციისთვის. ადამიანები, რომლებისთვისაც გარემოსთან კომუნიკაცია ასეთი რთულია, დღეიდან შეძლებენ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ. "მკურნალი" კვლავაც ეცდება გაუადვილოს და გაულამაზოს ცხოვრება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

mkurnali.ge

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე რვა თვის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
საქართველოს ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. როგორც "მკურნალი.გე"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულის გამო ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
ექიმებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი კვებასა და ინტელექტუალურ განვითარებას შორის. რომელ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი გონიერი იყოს, ბეჯითი, წარმატებული და არ უჭირდეს დასწავლა თუ მეცადინეობა? თუმცა რა უნდა გააკეთოს ამისთვის? ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს დაუყვირებს ბავშვს და “გააკონტროლებს”, მით უკეთეს შედეგს მიიღებს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.