ჯანსაღი სისხლძარღვები - ჯანსაღი გული - ჯანსაღი ტვინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი სისხლძარღვები - ჯანსაღი გული - ჯანსაღი ტვინი

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით გვესაუბრება თანამეგობრობისქვეყნების საერთაშორისო საზოგადოების პროფილაქტიკური კარდიოლოგიის კაბინეტის ხელმძღვანელი,საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი.

mkurnali.geბატონო ავთანდილ , გთხოვთ ზოგადად პოპულარულ ენაზე გაგვაცნოთ ახალი ბიოლოგიური მედიკამენტი მასიჟენი, რომელზედაც თქვენ პრაქტიკულ მეცნიერულ დაკვირვებას აწარმოებთ?

- შევეცდები მარტივად გიპასუხოთ. ახალი პარასამკურნალო საშუალება „მასიჟენი“ უპირველეს ყოვლისა რაციონალურად შერჩეული , ფარმაკოლოგიურად აქტიური, უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებების კომპლექსია, მის მთავარ უპირატესობებს კი მისი ბუნებრივობა , ეფექტურობა და უსაფრთხოება წარმოადგენს. მოკლედ, ასეულობით უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ერთ ფლაკონშია თავმოყრილი. „მასიჟენი“- ეს არის ვიტამინების , მინერალების , ამინომჟავების , ცილების, ცხიმების, ანტიოქსიდანტების, ადაპტოგენების კოქტეილით სავსე თასი, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია ორგანიზმისათვის და იმავდროულად უზომოდ სასარგებლოა.

თქვენ მასიჟენთან მიმართებაში პარასამკურნალო ახსენეთ , როგორ გავიგოთ მისი ზუსტი მნიშვნელობა ?

- პარასამკურნალო არის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის საშუალება, ან სამკურნალო კვებითი დანამატი , რომელიც არ შეიცავს წამლის სპეციფიკურ სუბსტანციას ან შეიცავს მას ისეთი ფორმითა და რაოდენობით, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას ფარმაცევტულ ფორმად.ასე, რომ სიტყვა „პარასამკურნალო“ პრეპარატის არაქიმიურობაზე, ანუ მის ნატურალურობაზე მიგვანიშნებს.

უფრო ნათელი წარმოდეგენა რომ შეგვექმნას მასიჟენის შემადგენლობაზე იქნებ გაგვარკვიოთ რა არის აქტიოქსიდანტი და ადაპტოგენი?

- ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ანტიოქსიდანტზე (ანტიდამჟანგავზე), მოდით ჯერ გავარკვიოთ, თუ რა არის ოქსიდანტი(დამჟანგავი). ოქსიდანტი უგზო უკვლოდ მოხეტიალე აქტიური ბიომოლეკულაა. ის როგორც მაღალრეაქტიული და არამდგრადი, თავს ესხმის ნორმალურ ჯანსაღ უჯრედს, ართმევს რა ელექტრონს, შლის იჯრედის გენეტიკურ აპარატსა და მისი მემბრანის სტრუქტურას. დაზარალებული უჯრედი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს, მასში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა -უჯრედული მეტაბოლიზმი, ფერხდება უჯრედული ენერგიისგამომუშავება, რასაც მეტად სერიოზული ცვლილებები მოსდევს მთელი ორგანიზმისთვის.

ოქსიდანტი (იგულისხმება ნორმა) ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს წარმოიშობა და მისი რაოდენობა მკვეთრად მატულობს სხვადასხვა მავნე ფაქტორებთან დაკავშირებით. მაგალითად არასასურველი ეკოლოგიური გარემო, სტრესუული სიტუაციები, უძილობა, ნერვული დაძაბულობა, თამბაქოს, ტელევიზორის, მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის გადამეტებული გამოყენება , ასაკი 40 წლის ზევით და ა.შ.

ოქსიდანტური მავნე ზემოქმედების გასანეიტრალებლად ორგანიზმს გააჩნია ანტიოქსიდანტური სისტემა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება,ხოლო 60 წლისთვის კატასტროფულად ეცემა 90-95 %-ით,ამიტომ გარდაუვალი ხდება გარედან მათი მიწოდება. მასიჟენში არსებულ ოქსიდანტებიდან ხაზგასმით უნდა გამოიყოს კოენზიმ Q10, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედისათვის ენერგიის წარმოსაქმნელად. ვერც ერთი სხვა ნივთიერება ვერ ცვლის მას, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია უჯრედის ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ენერგიის წარმოქმნა. 35 წლის ზევით შეინიშნება სხვადასხვა მიზეზით განპირობებული კოენზიმ Q10 -ისდეფიციტისესათუისხარისხი , რომელიცპირდაპირდამოკიდებულიაგულისიშემიურიდაავადებებისსიმძიმისხარისხთან , ათეროსკლეროზის პროგრესთან , ნაადრევ დაბერებასთან, სხვა უმძიმეს სნეულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

mkurnali.geრაც შეეხება ადაპტოგენს , როგორც სიტყვა გვიჩვენებს ის აიოლებს ორგანიზმის შეგუებას სხვადასხვა არასასურველ პირობებთან, აიოლებს დაავადებების მიმდინარეობის კლინიკას, ადაპტოგენს გამაახალგაზრდავებელ საშუალებასაც უწოდებენ. „მასიჟენი ენერგია“ შეიცავს ერთ-ერთ უძლიერეს მცენარეულ ადაპტოგენს - ელეუტეროკოკს , რომლის ბუნებრივი მოქმედება უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას ორგანიზმის შიდა რესურსების ხარჯზე, ერთდროულად სტიმულატორად და მატონიზირებლად რომ გვევლინება.

ექიმ - კლინიცისტების მიერ დიდი ხანია შენიშნულია ორგანიზმის საერთო ტონუსის კავშირი სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობისა და შედეგთან. ცნობილია, რომ ტონუსდაწეული ორგანიზმი მნიშვნელოვანწილად კარგავს თავის დაცვით თვისებებს და ამის გამო ძალზე მიდრეკილიასხვადასხვა მოშლილობისაკენ. დაავადებათა უმრავლესობა ასეთ შემთხვევაში მიმდინარეობს გაცილებით მძიმედ. ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება არა მარტო აადვილებს დაავადების მიმდინარეობას, არამედ ხშირად ურუნველყოფს თავად დაავადების წარმოშობის პრევენციასაც.ასე რომ ფორმულა „მასიჟენი ენერგია“, როგორც საერთო მატონიზირებელი საშულაება, მასში შემავალ სხვა ძვირფას ინგრედიენტებთან ერთად წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური ხაზით.

მასიჟენში შემავალი ყველა ინგრედიენტის აღწერა დამეთანხმებით ძალიან შორს წაგვიყვანს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მასიჟენის ორი ფორმა არსებობს: „მასიჟენ ენერგია“ და „მასიჟენ პაპა რეალე“. ორივე მათგანი და განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით „მასიჟენ პაპა რეალე“ შეიცავს ისეთ„ჯადოსნურ“ინგრედიენტებს, როგორიცაა ყვავილის მტვერი და ფუტკრის რძე.

ყვავილის მტვერი ანუ ფეხგუნდა არის მუშა ფუტკრის მიერ მცენარის ყვავილის მტვრიდან მოპოვებული მცენარის მამრი ნაწილი , ის წარმოადგენს მამრობითი სქესის ყვავილოვანი მცენარეების სასქესო უჯრედებს. ყვავილის მტვერი უძვირფასესი საკვები ნივთიერებების საგანძურია, შეიცავს 240 მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალურიფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლებისათვის.არეგულირებს გულსისხლძარღვთა , ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ხელს უწყობს გულის რითმის ნორმალიზაციას. აძლიერებს სქესობრივ პოტენციალს , იმუნურ სისტემას , ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ის პირველი საშუალებაა გულსისხლძარღვთა და ვეგეტო-დისტონიით დაავადების მქონე ადამიანებისათვის. ყვავილის მტვერში მოიპოვება ყველა ის მაკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი.

მასიჟენის „ჯადოსნურ“ შემადგენლობაში არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ბუნების საჩუქარი -ფუტკრის რძე, რომელსაც სამეფო ჟელედაც მოიხსენიებენ. ის ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის უმნიშვნეოვანესნივთიერებათა საუკეთესო წყაროა, უნიკალურ კომპონენტთა თავმოყრის უძვირფასესი „თაიგულია“.აძლიერებს იმუნურ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს ხასიათსა და გუნებაგანწყობას, ეწინააღმდეგება ზედმეტი ემოციისა და სტრესის განვითარებას, ნორმაში მოჰყავს სისხლის ფორმულა. ფუტკრის რძეში აღმოჩენილი დეკა-ოქსი -D2დეცინის მჯავა ხელს უწყობს უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობას. გარდა ამისა ფუტკრის რძის შემადგენლობაში წარმოდგენილია ის შეუცვლელი ამინომჟავები, რომელთაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მისი მზა სახით გარედან მიღება.

ერთ საგაზეთო მიმოხილვაში მასიჟენში არსებულ ყველა კომპონენტთა განხილვა წარმოუდგენელია. ამ უწყინარ პრეპარატზე საუბარს ჩვენ ლაკონურად დავასრულებთ:მასიჟენი ეს არის ჯანსაღი სისხლძარღვები, ჯანსაღიგული, ჯანსაღი ტვინი! ეს ყველაფერი ერთად აღებული კი დღეგრძელობისსაწინდარია.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე: +995 218 02 50 ან 568 45 89 89

R