რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მსგავსებები და განსხვავებები "ექიმ ჰაუსსა" და "გრეის ანატომიას" შორის
მსგავსებები და განსხვავებები "ექიმ ჰაუსსა" და "გრეის ანატომიას" შორის
სამედიცინო სერიალები 1994 წლიდან გვხვდება. იმ პერიოდში სერიალმა "სასწრაფო" ტელემოყვარულების გულები დაიპყრო. მას შემდეგ პოპულარულია სამედიცინო სერიალები. უკანსაკნელი წლების ორი მნიშვნელოვანი სერიალი "ექიმი ჰაუსი" დ "გრეის ანატომია" მუდმივად ყურადღების ცენტრშია და მათი მაყურებლების რაოდენობა არ კლებულობს.

ჩვენ გთავაზობთ მსგავსებებსა და განსხვავებებს, რომელიც ამ ორ სერიალს შორის და მათ მთავარ გმირებს შორის არსებობს.

მედიცინია vs ქირურგია
ორივე სერიალი სამედიცინოა, თუმცა დიდი განსხვავებით. "ექიმი ჰაუსი" ზოგად სამედიცინო საკითხებს ეხება, "გრეის ანატომია" კი - ქირურგიულ საკითხებს.

მკურნალობის მეთოდები
"ექიმ ჰაუსში" ყოველთვის ჩანს მკურნალობის პროცესი, როგორ და რატომ მიდიან ექიმები ამა თუ იმ დიაგნოზამდე. "გრეის ანატომიაში" კი აქცენტი კეთდება საიდუმლოებების ამოხსნაზე. აქ მნიშვნელოვანია როგორ დასრულდება ისტორია და არა - ამ ისტორიის პროცესი.

ექიმების ბორდი
"ექიმ ჰაუსში" სხვადსახვა პროფილის ექიმები არიან, "გრეის ანტაომიაში" კი - მხოლოდ ქირურგები.

ხასიათი და საყვარელი გმირები

გრეი მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანებს. ამიტომაც მის გარშემო მეგობრების დიდი წრე არის გაერთიანებული. ჰაუსი კი ყურადღებას სამედიცინო შემთხვევებზე ამახვილებს და არა - ადამიანებზე. შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულება უჩნდება მაყურებელსაც სერიალების მიმართ. "ექიმი ჰაუსიდან"
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაყურებლები, ფაქტობრივად, მხოლოდ მთავარ პერსონაჟს გულშემატკივრობენ. ზოგს უყვარს ექიმი, ზოგს ეზიზღება, ზოგს კი ეს ზიზღი უყვარს. თუმცა ძირითადი ემოციები მაინც ყოველთვის გრეგორი ჰაუსის გარშემო ტრიალებს. "გრეის ანატომიის" ახალი თუ ძველი პერსონაჟები კი მაყურებლისთვის ისევე საყვარელია, როგორც მთავარი გმირი.

ინტრიგა
"ექიმ ჰაუსთან" შედარებით, "გრეის ანატომიის" უფრო მეტი სერია მთავრდება ინტრიგით, როცა ვითარება სრულად არ არ არის გარკვეული და მაყურებელს კითხვებს უტოვებს.

ცნობილი სტუმრები
"გრეის ანატომიაში" უფრო მეტი ცნობილი სახე იყო მიწვეული, ვიდრე "ექიმ ჰაუსში".

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე და თავად აღმოაჩინე სხვა მსგავსებები თუ განსხვავებები.

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 
მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს ძვლის ტვინში ძალიან ბევრი ერიტროციტი, ლეიკოციტი ან თრომბოციტი გამომუშავდება. შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტოტრექსატი (ართრიტის სამკურნალო წამალი)
ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.
მერკის ენციკლოპედია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნია ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ, რომელიც განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისთვის. იგი წლებია ინარჩუნებს სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის პოზიციას.
როგორც ვიცით,ეს უნივერსალური წიგნი 300-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა შეადგინა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის საწინდარია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი დაღლილობა ახასიათებს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადის. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ანთებითი დაავადებაა.
ვინჩესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა. მოხალისეებს უჩვენებდნენ ფერად ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იყო ქალისა და მამაკაცის სახე. მათ სთხოვეს შეეფასებინათ სახის ცალკეული დეტალი (თვალები, ტუჩები, თმა, ცხვირი) ან მთლიანი სახე.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.