მსგავსებები და განსხვავებები "ექიმ ჰაუსსა" და "გრეის ანატომიას" შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსგავსებები და განსხვავებები "ექიმ ჰაუსსა" და "გრეის ანატომიას" შორის

ჩვენ გთავაზობთ მსგავსებებსა და განსხვავებებს, რომელიც ამ ორ სერიალს შორის და მათ მთავარ გმირებს შორის არსებობს.

მედიცინია vs ქირურგია

ორივე სერიალი სამედიცინოა, თუმცა დიდი განსხვავებით. "ექიმი ჰაუსი" ზოგად სამედიცინო საკითხებს ეხება, "გრეის ანატომია" კი - ქირურგიულ საკითხებს.

მკურნალობის მეთოდები

"ექიმ ჰაუსში" ყოველთვის ჩანს მკურნალობის პროცესი, როგორ და რატომ მიდიან ექიმები ამა თუ იმ დიაგნოზამდე. "გრეის ანატომიაში" კი აქცენტი კეთდება საიდუმლოებების ამოხსნაზე. აქ მნიშვნელოვანია როგორ დასრულდება ისტორია და არა - ამ ისტორიის პროცესი.

ექიმების ბორდი

"ექიმ ჰაუსში" სხვადსახვა პროფილის ექიმები არიან, "გრეის ანტაომიაში" კი - მხოლოდ ქირურგები.

ხასიათი და საყვარელი გმირები

გრეი მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანებს. ამიტომაც მის გარშემო მეგობრების დიდი წრე არის გაერთიანებული. ჰაუსი კი ყურადღებას სამედიცინო შემთხვევებზე ამახვილებს და არა - ადამიანებზე. შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულება უჩნდება მაყურებელსაც სერიალების მიმართ. "ექიმი ჰაუსიდან" მაყურებლები, ფაქტობრივად, მხოლოდ მთავარ პერსონაჟს გულშემატკივრობენ. ზოგს უყვარს ექიმი, ზოგს ეზიზღება, ზოგს კი ეს ზიზღი უყვარს. თუმცა ძირითადი ემოციები მაინც ყოველთვის გრეგორი ჰაუსის გარშემო ტრიალებს. "გრეის ანატომიის" ახალი თუ ძველი პერსონაჟები კი მაყურებლისთვის ისევე საყვარელია, როგორც მთავარი გმირი.

ინტრიგა

"ექიმ ჰაუსთან" შედარებით, "გრეის ანატომიის" უფრო მეტი სერია მთავრდება ინტრიგით, როცა ვითარება სრულად არ არ არის გარკვეული და მაყურებელს კითხვებს უტოვებს.

ცნობილი სტუმრები

"გრეის ანატომიაში" უფრო მეტი ცნობილი სახე იყო მიწვეული, ვიდრე "ექიმ ჰაუსში".

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე და თავად აღმოაჩინე სხვა მსგავსებები თუ განსხვავებები.