რა შეღავათებით ისარგებლებენ 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეღავათებით ისარგებლებენ 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები

დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და სხვა კატეგორიებთან ერთად, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებთან დაკავშირებულ პირობებზე ისაუბრა.

”მათთან მიმართებაში ჩვენ გვექნება განსაკუთრებული გარდამავალი პერიოდი. ამ კატეგორიაში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო. ამ ადამიანებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. მათთვის შეიძლება დამაფრთხობელი იყოს, რომ რაღაც უმცირდებათ. გვექნება გარდამავალი ეტაპი, როდესაც მათ აქტიურად დავეხმარებით, რომ სწორი პაკეტი მოიძიონ. ნებისმიერ შემთხვევაში - ისინი დარჩებიან საყოველთაო ჯანდაცვის შემცირებული პაკეტის მონაწილეები, თუ გადავლენ კერძო დაზღვევაში, მათ უნარჩუნდებათ ზედნაშენი პაკეტის გარკვეული ნაირსახეობის პრივილეგია. სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მათი გადაუდებელი მდგომარეობის მართვაზე და აფინანსებს ისე, როგორც აქამდე აფინანსებდა. თუმცა, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ დამატებითი პაკეტი და მხოლოდ გეგმური სერვისები შეიძინონ, წინასწარი გათვლებით, მათ ეს დაუჯდებათ 10-დან მაქსიმუმ 15 ლარი თვეში, ანუ საკმაოდ მცირე თანხა”, - განმარტა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა განმარტებები გააკეთა დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდენენ და 70 000-დან 100 000-მდე ქულა აქვთ.

”ისინი რეალურად მართლაც შეჭირვებულები არიან. მათთან იქნება ასეთი მიდგომა, მათ უცვლელად შეუნარჩუნდებათ ის პაკეტი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა სთავაზობთ. პლუს დაემატება პრივილეგია, თუკი ვინმე შეუძენს დაშენებულ პაკეტს, შეუძლიათ ორივე პაკეტით სარგებლობა. ძალიან მაღალი ალბათობით, მათზეც გავრცელდება ქრონიკული დაავადებების სამართავად საჭირო მედიკამენტების მიღების პრივილეგია”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება 6-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ და ენიჭებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით სარგებლობის პრივილეგია.

ამასთან, მინისტრმა ”ზედნაშენის” ცნება განმარტა. ”თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს შეუძლიათ თანაგადახდის დაფარვა, მაგალითად, საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30 %-ს დააფინანსებს”, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.