რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ქართველმა ექიმმა მოსკოვში საკუთარი სიცოცხლის ფასად მოხუცი გადაარჩინა
ქართველმა ექიმმა მოსკოვში საკუთარი სიცოცხლის ფასად მოხუცი გადაარჩინა
მოსკოვის ოლქში 9 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალბატონმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელიც მატარებლის ლიანდაგზე იდგა და მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო. ნანა ადამაძე რელსებისკენ გაიქცა, მოხუცს ხელი ჰკრა, მაგრამ თვითონ დაიღუპა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტრაგედია სადგურ "პერლოვკაზე" მოხდა. მოხუცს არ ესმოდა ადამიანების ყვირილი და მატარებლის საყვირის ხმა სიყრუის გამო. მხილველების თქმით, ნანა ადამაძე მატარებელმა ნაწილებად აქცია, მოხუცი კი ვერც ხვდებოდა რა მოხდა და გზა გააგრძელა.

"ნანა ადამაძე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ჰყავდა ბევრი მადლიერი პაციენტი.
იგი უყვარდათ და აფასებდნენ არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილებისათვის, არამედ დიდი სიკეთისა და დელიკატურობისათვის, ოპტიმიზმისა და სიცოცხლის სიყვარულისთვის. ის არასოდეს ყოფილა გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. ნანამ ექიმად 40 წელი იმუშავა. იგი საქართველოში დაიბადა, ქალაქ სოხუმში, დაამთავრა იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტი", - იხსენებენ
მისი კოლეგები კლინიკა "ისიდაში" - იმ სამედიცინო ცენტრში, სადაც ნანა ადამაძე ბოლო 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ნანა ადამაძე 1948 წელს დაიბადა მედიკოსთა ოჯახში. მისი დედა სოხუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნანაც მის კვალს გაჰყვა, იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამავე სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა. ის იმდენად ყურადღებიანი ექიმი ყოფილა, რომ პაციენტები მის სახელს არქმევდნენ ახალშეძენილ გოგონებს. ნანას მეუღლე გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქტორი იყო. ნანას ქალ-ვაჟი - ქეთა და გიორგი შეეძინა. აფხაზეთის ომის დროს ფსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათი მეგობრები ცხოვრობდნენ. ნანას მეუღლე სულ ახალგაზრდა, 50 წლის ასაკში გარდაცვლილა. ამის შემდეგ ნანა შვილებთან ახლოს, მოსკოვის ოლქში გადავიდა საცხოვრებლად.

ნანა ისე გარდაიცვალა, როგორც ცხოვრობდა - ამბობს მისი რძალი, გიორგის მეუღლე, ელენა ადამაძე - ის ყველას მშველელი და გადამრჩენელი იყო. როცა ოპერაციის დროს პაციენტებს სისხლი სჭირდებოდათ, თავად გარბოდა დონორთა პუნქტში და მაქსიმუმს იღებდა ყოველთვის.
ცოტა ხნის წინ ნანა კოლეგებს უამბობდა, რომ მისი ქალიშვილი - ქეთა, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს, მალე მესამე შვილიშვილს გაუჩენდა. მაგრამ ვეღარ მოესწრო. სამაგალითო ქართველი ექიმი ფსკოვში დაკრძალეს მეუღლის გვერდით.
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 19-03-2017
ირა
ღირსეული ადამიანი! იყო ექიმი, ეს არის მოწოდება, რომელსაც არასამუშაო დრო და უქმე დღეები არ აქვს!!!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ,
ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა