წითელი ღვინო იცავს სისხლძარღვებს თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგებისგან
წითელი ღვინის მიღება ხელს უწყობს სისხლძარღვებისთვის სასარგებლო ენდოთელიარული რელაქსაციის ფაქტორების, ისეთის, როგორიც აზოტის ოქსიდია, წარმოქმნას.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 ჯანმრთელმა არამწეველმა მოხალისემ. ექსპერიმენტის პროცესში, ისინი დათანხმდნენ 3 კოლოფი სიგარეტის მოწევას. მონაწილეთა ნახევარი მოწევამდე სვამდა წითელ ღვინოს იმ გაანგარიშებით, რომ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა სასმელის მიღების შემდეგ 0,75% ყოფილიყო. ექსპერიმენტის დასაწყისში და ბოლოს მეცნიერები იღებდნენ მოხალისეების სისხლისა და შარდის ნიმუშებს.
როგორც ცნობილია, მოწევის შედეგად სისხლის მიმოქცევაში ხვდება ენდოთელიარული უჯრედების, თრომბოციტებისა და მონოციტების მიკრონაწილაკები, რაც სისხლძარღვების დაზიანებაზე მეტყველებს.
იმ მონაწილეებში, რომლებმაც მოწევის წინ ღვინოს მიიღეს, მკვლევრებმა ვერ დააფიქსირეს მსგავსი ცვლილებები. მეცნიერებმა ჯერ არ იციან, იგივე ხდება თუ არა მწეველების, ხანდაზმული ადამიანებისა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების შემთხვევაში.
ლალი ჩხიკვაძე