რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა ინფექცია ვრცელდება თურქეთის კურორტებზე - რა არის კოქსაკის ვირუსი?
რა ინფექცია ვრცელდება თურქეთის კურორტებზე - რა არის კოქსაკის ვირუსი?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე და სასტუმროებზე ჯავშანი გააუქმა.

რა უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის შესახებ?

კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში შეინიშნება ენტეროვირუსული ინფექციის გააქ­ტ­იურება, რაზეც მეტყველებს სხ­ვ­ადასხვა ქვეყანაში მუდმივად რეგისტრირებული ავადობისა და აფეთქებების ეპიდემიოლოგიური მატება. ენტეროვირუსული ინფექციების გეოგრაფია ფართოა და მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ენტეროვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის აფეთქებები სახვადასხვა ქვეყნებში.

არსებობს კოქსაკის ვირუსების ა და ბ ქვეტიპები. გარდა კოქაკისა, ენტეროვირუსების ჯგუფში შედის კიდევ სხვა ვირუსებიც.

კოქსაკი აშშ-ის ქალაქის სახე­ლწოდებაა, სადაც აღირიცხა პოლი­ომიელიტისმაგვარი დაავადების ეპიდემია, გამოწვეული იმ დროისთვის უცნობი ვირუსით. მომავალში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოქსაკის სახელწოდება.

ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი, გადაცემის გზები - ჰაერწვეთოვანი და ფეკალურ-ორალური. ავადდებიან უმეტესად ბავშვები (3-დან 10 წლამდე) და ახალგაზრდები. 6 თვემდე ბავშვებს თითქმის არასოდეს ემართებათ კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რაც დედისგან მიღებულ იმუნიტეტს უკავშირდება. დამახასიათებელია ზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა. დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს. ამ ინფექციის ერთ-ერთი თავისებურებაა ჯანმრთელი ვირუსმატარებლობა, რაც განაპირობებს სპორადული ფორმების მუდმივ აღმოცენებას და მასობრივ დაავადებებს. ცნობილია ინფექციის გავრცელების ვერტიკალური გზაც, ანუ დედისგან ნაყოფზე გადაცემა.

ენტეროვირუსებისთვის ორგანიზმის კარიბჭეა ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი. აქ მოხვედრისას ვირუსი მრავლდება და ადგილობრივად იწვევს ანთების სიმპტომებს: მწვავე რესპირატორულ დაავადებას, ფარინგიტს, ნაწლავის დისფუნქციას. მოგვიანებით გამომწვევი აღწევს სისხლში, რომლის მეშვეობითაც მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომები
კოქსაკით გამოწვეული ინფექცია იწყება მაღალი ტემპერატურით და თავისა და კუნთების ტკივილით. შემდეგ ჩნდება ბუშტიკოვანი გამონაყარი სასაზე, ხელებსა და ფეხებზე.
ენტეროვირუსებს ახასიათებს ტროპიზმი ჩვენი ორგანიზმის მრავალი ქსოვილისა და ორგანოს მიმართ, ამიტომ დაავადების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ ორგანიზმში ენტეროვირუსული ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ყველაზე საშიშია იმუნოდეფიციტის მქონე პირებისა (ონკოლოგიური ავადმყოფები, აივინფიცირებულები) და ახალშობილებისთვის. პირობითად შეიძლება გამოვყოთ ენტეროვირუსებით გამოწვეული დაავადებების ორ ჯგუფი:

I. პოტენციურად მძიმე:


სეროზული მენინგიტი;
ენცეფალიტი;
მწვავე დამბლა;
ნეონატალური სეფსისისმაგვარი დაავადება;
მიოკარდიტი/პერიკარდიტი;
ჰეპატიტი;
ქრონიკული ინფექციები იმუნოდეფიციტურ პირებთან.

II. ნაკლებად საშიში:


სამდღიანი ცხელება გამონაყარით ან მის გარეშე;
ჰერპანგინა;
პლევროდინია;
ვეზიკულური ფარინგიტი;
კონიუნქტივიტი;
უვეიტი;
გასტროენტერიტი.

კლინიკურ გამოვლინებათა ლომის წილი გაციებისმაგვარ დაავადებებზე მოდის. ენტეროვირუსი მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების ძირითადი გამომწვევია. მისი საინკუბაციო პერიოდი მერყეობს 1-დან 10 დღემდე. დაავადების დასაწყისი, ჩვეულებრივ, მწვავეა.

კატარული (რესპირატორული) ფორმა
ავადმყოფი უჩივის გაჭედილ ცხვირს, სურდოს, იშვიათ მშრალ ხველას, ზოგჯერ - საჭმლის მონელების მსუბუქ დარღვევას. სიმპტომები 7-10 დღეს გასტანს, რის შემდეგაც დაავადების ნიშნები უკვალოდ ქრება.

გასტროენტერული (ნაწლავური) ფორმა
პაციენტები უჩივიან სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს მუცლის არეში,
ნაწლავთა შებერილობას, კუჭის მოქმედებას თხევადი წყლიანი განავლით დღე-ღამეში
You must have Flash Player installed in order to see this player.
10-ჯერ, ზოგჯერ - ღებინებას. არ არის გამორიცხული მადის დაქვეითება, ტემპერატურის 38 0ჩ-მდე მომატება. მცირეწლოვან ბავშვებთან ამ ფორმას შესაძლოა ახლდეს კატარულიც. 3 წლამდე ასაკის პატარებთან დაავადება 7-14 დღე გრძელდება, 3 წელზე უფროსებთან - 1-3 დღე.

ენტეროვირუსული ცხელება
ინფექციის ეს ფორმა საკმაოდ ხშირია. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება 2-4 დღით ლოკალური სიმპტომატიკის გარეშე. ინტოქსიკაციის სიმპტომები ზომიერად არის გამოხატული, საერთო მდგომარეობა, ჩვეულებრივ, არ იცვლება. მოსალოდნელია კატარული მოვლენები, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

ენტეროვირუსული ეგზანთემა (ბოსტონის ცხელება)
დაავადების პირველ-მეორე დღეს სახის, ტანის, კიდურების კანზე ჩნდება ვარდისფერი, ლაქოვანი და ლაქოვან-პაპულური გამონაყარი, ზოგჯერ - ჰემორაგიული კომპონენტით. 1-2 დღის შემდეგ გამონაყარის ელემენტები უკვალოდ ქრება. კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ენტეროვირუსული ინფექციის გამოხატულებას წარმოადგენს აგრეთვე ჰერპესული ანგინა, ვეზიკულური ფარინგიტი, კონიუნქტივიტი და ცალკეულ შემთხვევებში - უვეიტი. ზოგჯერ ზიანდება ნერვული სისტემა - ვითარდება მენინგიტი (ცნს-ის ინფექციური დაზიანება ასიდან 70-80 შემთხვევაში ბავშვებთან აღინიშნება), ენცეფალიტი, სახის ნერვის ნევრიტი, პოლირადიკულონევრიტი. ინფექციის იშვიათ ფორმებს მიეკუთვნება ახალშობილთა ენცეფალომიოკარდიტი, მიოკარდიტი, თირკმელების დაზიანება.

მკურნალობა
ტარდება პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადებას მეორეული ინფექცია დაერთო.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის სპეციფიკური ხერხები არ არსებობს. არასპეციფიკური პროფილაქტიკა გულისხმობს შენობისა და სათავსის დეზინფექციას. ინფექციის კერა ხშირად უნდა დალაგდეს სველი წესით და განიავდეს.
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები, ისარგებლოს პირადი პირსახოცითა და ჭურჭლით.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 
მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს ძვლის ტვინში ძალიან ბევრი ერიტროციტი, ლეიკოციტი ან თრომბოციტი გამომუშავდება. შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტოტრექსატი (ართრიტის სამკურნალო წამალი)
ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.
მერკის ენციკლოპედია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნია ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ, რომელიც განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისთვის. იგი წლებია ინარჩუნებს სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის პოზიციას.
როგორც ვიცით,ეს უნივერსალური წიგნი 300-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა შეადგინა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის საწინდარია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხანგრძლივი დაღლილობა ახასიათებს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადის. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ანთებითი დაავადებაა.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.