ჯანმრთელობის ენციკლოპედია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის ამაღლებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის ენციკლოპედია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის ამაღლებას

ენციკლოპედიის ქართულ გამოცემაზე კვალიფიციური მედიკოსების 20-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. შვიდტომეულის სტრუქტურა ისეა აგებული, რომ მკითხველს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციის მოძიება. აქ უხვად არის ცხრილები, ილუსტრაციები, ჩანართები. მკითხველი მარტივად შეძლებს იპოვოს ცნობები დაავადებების მიზეზების, სიმპტომების, პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პროგნოზის თაობაზე. მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ჯანმრთელობის ენციკლოპედიის მეხუთე ტომი.

ქეთევან ხეცურიანი - საოჯახო მედიცინა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი; სს „კურაციო“, ოჯახის ექიმი: დაახლოებით 8 თვეა, რაც ამ წიგნის თარგმანზე ვმუშაობ კოლეგებთან ერთად. შემიძლია გითხრათ, რომ გამოცემა - ყოვლის მომცველია. თითქმის მთელ მედიცინას მოიცავს - დაწყებული პირის ღრუს დაავადებებიდან, დამთავრებული გენიტალური, ან გინელოკოგიური დაავადებებით. არის მარტივ, პაციენტისთვის კარგად გასაგებ ენაზე დაწერილი ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი, გამყარებულია ხანგრძლივი კვლევებით.

რასაკვირველია, ყველა ჩემს პაციენტს ვურჩევ რომ შეიძინოს. ეს მართლა საოჯახო სამედიცინო ენციკოპედიაა, რომელიც ნებისმიერ ტრავმაზე და ავადობაზე ზუსტ პასუხებს იძლევა”.

თამარ მელიქიძე: საოჯახო მედიცინა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი; სს „კურაციო“, ოჯახის ექიმი: ეს წიგნი არის ფაქტიურად ყველაზე სანდო სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ფართო მასებისათვის. დღეს, ინტერნეტის საშუალებით, უამრავი სახის სამედიცინო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, თუმცა ყველა მათგანი სანდო წყაროს არ ეფუძნება, რასაც ხშირად პაციენტი დაბნეულობამდე და გაურკვევლობამდე მიჰყავს. მერკის გამოცემა არის სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც სანდო და მტკიცებულებით გამყარებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე.

თითქმის1 წელია, რაც ამ წიგნის თარგმნის პროცესში ვარ ჩართულიდა შემიძლია გითრხათ, წიგნი დაწერილია ძალიან მარტივ ენაზე, რომელიც ნებისმიერი არაექმისთვის, თუ სხვა სპეციალისტისთვის, ძალიან მარტივად აღსაქმელი და გასაგებია.

მედეა ბელეშაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია„პედიატრთა და ოჯახის ექიმთაასოციაცია „კლარიტასის“ პრეზიდენტი:

მერკის სამედიცინო ენციკლოპედია ექიმებისთვისაც ძალიან საინტერესოა და - საზოგადოებისთვისაც. მაღალი პროფესიის ექიმი, კვალიფიციური და განათლებული პაციენტი, ესარის ყველაზე იდეალური ტანდემი მიზნისკენ სწრაფვის პროცესში, როდესაც მიზანი პაციენტის განკურნებაა. ამიტომ მგონია, რომ ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის ამ წიგნის გაცნობა.