თუ ხელმოტეხილმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად ოპერაცია არ გაიკეთა, გადაუდებელ დახმარებას მართლა არ აფინანსებთ? - დაჩი გრძელიშვილის მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ხელმოტეხილმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად ოპერაცია არ გაიკეთა, გადაუდებელ დახმარებას მართლა არ აფინანსებთ? - დაჩი გრძელიშვილის მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

გაოგნებული დავბრუნდი ტრავმატოლოგიურიდან - დედაჩემმა ხელი მოიტეხა და ჩავიყვანე “ევექსის” ტრამვატოლოგიურში. აქედანვე ვიტყვი, რომ პერსონალთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს - ყურადღებით ირჯებოდნენ, როგორც შეეძლოთ. გადაუღეს რენტგენი და ორი ვარიანტი გვითხრეს - ოპერაცია ან დაფიქსირება სახვევით. ასაკის და მწვავე ჰიპერტონიის გათვალისწინებით, ოპერაციაზე უარი ვთქვით. დაუფიქსირეს და გამოგვიშვეს. ჰო, რეგისტრატურაშიც გავტარდით, როგორც წესი და რიგია. ქალბატონი საყოველთაო დაზღვევაშია, გადაუდებელი შემთხვევაა და გადახდა საჭირო არაა - თავისუფალი ხართო.

გაოგნებები ორი დღის მერე იყო - როცა გადახვევაზე მისულს მითხრეს, საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ოპერაციის შემთხვევაში მოქმედებს, ამის გარეშე კი მაშინდელი სერვისისთვის 150 ლარია გადასახდელიო. სერვისი რაში მდგომარეობდა - ნახევარსაათიანი ლოდინი სიტუაცუაში გარკვევამდე. პლუს ნახევრასაათიანი ლოდინი სიტუაციის გარკვევის მერე, რომელი ექიმი უნდა მოსულიყო; რენდგენის სურათი და ზემოთ ხსნებეული 10-წუთიანი დიალოგი, ოპერაცია თუ ფიქსაცია. ბუნებრივია, გადახდაზე უარი ვთქვი. მაშინ მენეჯერს დაელაპარაკეთო.

მენეჯერი: იცით, რახან პაციენტი ოპერაციისთვის დაიბრაკა, ეს თანხა უნდა გადაიხადოთ.

მე: უკაცრავად, ვინ დაიბრაკა?

მენეჯერი: ტერმინია ასეთი - ანუ ოპერაცია არ ჩაუტარდა.

მე: აჰა... მაინც, გირჩევთ, სხვა დროს სხვა ტერმინი შეარჩიოთ... და დაზღვევა ხომ გადაუდებელ შემთხვევას აფინანსებს? იყო თუ არა ხელის მოტეხვა გადაუდებელი შემთხვევა?

მენეჯერი: კი, იყო, მაგრამ ოპერაცია ხომ არ გაუკეთებია.

მე: მაგრამ გადაუდებელი დახმარება ხომ გაეწია? გარდა ამისა, ეს 150 ლარი რაში უნდა გადავიხადო - ტალახიან პარკინგში, ერთსაათიან ლოდინში, ანტისანიტარულ, ვიწრო მოსაცდელში და კიდევ იმაში, რომ მხოლოდ ერთი გადასახვევი ოთახი გაქვთ და ამ ხნის ქალი პატივცემულ ტრამვატოლოგთან ერთად, ოთახიდან ოთახში ვატორღიალე, ადგილის ძებნაში?

მენეჯერი: დუმს

მე: მოკლედ, თქვენთან დებატების დრო არ მაქვს - მოამზადეთ ხარჯების სრული დოკუმენტაცია, გამომიგზავნეთ და სხვა სივრცეში ვიდავოთ.

მენეჯერი: დუმს

ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia ადასტურებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამას გულისხმობს? - თუ ხელმოტეხილმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად ოპერაცია არ გაიკეთა, გადაუდებელ დახმარებას მართლა არ აფინანსებთ?ევექსი • EVEX და მონჯღრეულ სავანტყოფოში (იმიტომ, რომ ეს არაა საავადმყოფო) მინჯღრეული ერთსაათიანი ლოდინ-რენტგენ-გასაუბრება 150 ლარი ღირს? თანხაზე არაა საქმე. მაგრამ თანხაზეცაა - მე შემიძლია გადახდა. სხვა შეძლებს? - დედა 80 წლისაა და მისი პენსია 180 ლარია.დავუშვათ სხვა არავინ ჰყავს(და ასეთი ძალიან ბევრია) რას უპირებთ? 150 ლარს წაართმევთ? და დარჩენილი ოცდაათი ლარი წამლებში რომ არ ეყოფა?”, -წერს დაჩი გრძელიშვილი.

მოგვიანებით მან ამ თემაზე “ფეისბუქში” კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მისი პოსტის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ. “ჩემი პოსტის შემდეგ ოპერატიულად დამიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და მათი მოკვლევის შემდეგ უფრო მეტი მეცოდინება. მოგვიანებით, “ევექსიდანაც” დამირეკეს, მომიბოდიშეს და სიტუაციის გარკვევას დამპირდნენ. მთავარში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - სამოქალაქო აქტიურობა და საკუთარი უფლების დაცვა უმნიშვნელოვანესია - თუნდაც იმიტომ, რომ ეს სხვათა უფლების დაცვასაც ნიშნავს და ეს ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. არ ვიცი რითი დამთავრდება ეს ამბავი, მაგრამ რაშიც არ მეკუთვნის, იმაში ფულს რომ არ გადავიხდი ნამდვილად ვიცი. #არასოდესგაატაროუსამართლობა”, - წერს დაჩი გრძელიშვილი. თამარ ნეფარიძე