2018 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2018 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება. აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 მლრდ 463 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება.

ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია - 982.8 მლნ ლარამდე, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.6 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 35.0 მლნ ლარი;

ფსიქიკური ჯანმრთელობა - 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა - 13.0 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 39.0 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 22.3 მლნ ლარი;

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 10.0

მლნ ლარი და სხვა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მლნ ლარი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში 16 ოქტომბრის ჩათვლით არის დაგეგმილი, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.