გინდათ, ბავშვი გონიერი, ბეჯითი და წარმატებული იყოს? – სწორად კვებეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინდათ, ბავშვი გონიერი, ბეჯითი და წარმატებული იყოს? – სწორად კვებეთ!

სხვები ცდილობენ, მოფერებით მიიღონ შედეგი, ზოგიერთი დამატებით წრეებზე ტარებაში ეძებს გამოსავალს... თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც ყველაზე მეტად დაეხმარებით ბავშვს, არის ჯანსაღი კვება და რაციონში სწორედ იმ მინერალების, ვიტამინებისა და საჭირო ნივთიერებების ჩართვა, რომლებიც მისი იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად, მის სწორ ზრდა-განვითარებას და ინტელექტუალური შესაძლებლობების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ექიმები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ამ თემებზე ხშირად ფიქრობენ და უძღვნიან კვლევებს. მათ დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს კვებასა და ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შორის.

mkurnali.geიმისათვის, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, კარგად დაიხსომოს, არ გაუჭირდეს ათვისება, არ ჰქონდეს მეხსიერების პრობლემები, სწორად იკვებოს მისი ტვინი და განვითარდეს ინტელექტი, პირველ რიგში ყოველდღე უნდა მიიღოს ომეგა3, ოღონდ საკვების სახით – თევზეულით, თხილეულითYდა რაც ყველაზე მარტივი და არამავნებელია, რძის ნაწარმით. მით უმეტეს, თუ ეს რძის ნაწარმი ომეგა3-ით არის გამდიდრებული. არც ისე დიდი ხანია საქართველოშიც დახლებზე გამოჩნდა ასეთი პროდუქცია - სანტეს ლოკო მოკოს სახით, და ეს დიდი შვებაა მშობლებისთვის. თუმცა დავუბრუნდეთ კვლევას...

კვლევა პედიატრიისა და გინეკოლოგიის დარგის სპეციალისტებმა ჩაატარეს. სამი თვე აკვირდებოდნენ მეორეკლასელი ბავშვების კვების რაციონს. 69 მოსწავლიდან 35 ყოველდღე იღებდა რძის პროდუქტებს ომეგა3-ით, ჩვეული რძის პროდუქტების ნაცვლად, 34 მოსწავლეს კი სტანდარტული რაციონი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ჯანსაღად იკვებებოდნენ და ომეგა3-ით გამდიდრებულ რძის ნაწარმს იღებდნენ, გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდათ ლოგიკურ ტესტებში, ასევე მექანიკური მეხსიერებისა და აღქმის მიმართულებით, და მათი ტვინის მონაცემები 15-დან 30%-მდე გაიზარდა სწორედ ომეგა3-ით გაჯერებული რძის ნაწარმის ინტენსიური მიღების შედეგად.

ასე რომ, თუ გსურთ, ბავშვი კარგად სწავლობდეს და წარმატებული იყოს, კვებეთ ჯანსაღად, აკონტროლეთ მისი რაციონი და გაამდიდრეთ რძის პროდუქტებით, რომლებსაც ომეგა3 აქვს დამატებული.