ვინ არიან მსოფლიოში ცნობილი დღენაკლული გენიოსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ არიან მსოფლიოში ცნობილი დღენაკლული გენიოსები

დღენაკლული ბავშვი იბადება. ამ ბავშვებიდან მილიონზე მეტი დაბადებიდან მალევე იღუპება, ბევრს კი სხვადასხვა ფიზიკური თუ ნევროლოგიური სახის ინვალიდობა ან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება.

სტატისტიკით ნაადრევი მშობიარობა მსოფლიოში ახალშობილთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ამასთან, უკანასკნელ წლებში ბავშვების ვადაზე ადრე დაბადების სტაბილური ზრდა აღინიშნება. როგორც ცნობილია, ახალშობილები საკმაოდ სუსტები არიან, მით უფრო დღენაკლულები. ნაადრევი მშობიარობა კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, რომელსაც საზოგადოება სათანადოდ ვერ აფასებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევი მშობიარობის შემთხვევების რიცხვის ზრდა რამოდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში ეს არის მშობიარე ქალის გვიანი ასაკი, უნაყოფობის სამკურნალო წამლების ფართოდ გამოყენება, მშობიარობის დაუსაბუთებლად ნაადრევი სტიმულაცია და საკეისრო კვეთა. ასეთ შემთხვევაში დაბადებული ბავშვების გადასარჩენად საჭიროა მაღალტექნოლოგიური ინტენსიური მოვლა.

დღენაკლული ბავშვის დაბადება მშობლებისთვისაც სერიოზული სტრესია. მათ შვილებს ესაჭიროებათ ხარისხიანი მკურნლობა და მატერიალური თანადგომა, თავად კი, ფსიქოლოგიური დახმარება. დღენაკლულობა განაჩენი არაა. უამრავი დღენაკლული ახალშობილი გაიზარდა არა მარტო ჯანმრთელი და სრულფასოვანი. გამოჩენილი ადამიანებიც მრავლადაა მათ რიცხვში.

პირველად დღენაკლული ბავშვების საერთაშორისო დღე 2009 წელს ვენაში აღინიშნა. წმინდა მიქაელის მოედანზე საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებმა არნოლდ პოლაკმა და ანგელიკა ბერგერმა ცაში ერთდროულად აუშვეს 500 თეთრი ბუშტი, რაც წლის განმავლობაში ვენაში დაბადებული დღენაკლული ბავშვების რაოდენობის შესაბამისი იყო. მომდევნო წელს ეს დღე ევროპის 12 სახელმწიფოში აღინიშნა.

ბევრი გამოჩენილი ადამიანი დღენაკლული დაიბადა, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი გენიოსები გახდნენ. მათ შორის: ნაპოლეონ ბონაპარტე, ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი და სხვ.

ლალი ჩხიკვაძე