საფრანგეთში ავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას 4 მოსწავლე ემსხვერპლა
ავტობუსს 13-17 წლის ასაკის მოსწავლეები გადაყავდა.
ამ დროისთვის ფრანგული პრესა 4 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას როგორც ფრანგული მედია იუწყება, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 19 მოსწავლე. ტრანსპორტის მინისტრი ელიზაბეტ ბორნნი სასწრაფოდ გაემგზავრა შემთხვევის ადგილას ვითარების შესასწავლად.
"ახლა მხოლოდ სასკოლო ავტობუსში გარდაცვლილებსა და მთ ოჯახებზე ვფიქრობ. მთელი ჩემი გონება მხოლოდ მათკენაა მიმართული" - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მისი თქმით, მთელი სახელმწიფო მობილიზებულია, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს.