როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტისგან

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები აცხადებენ, შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს და ამ ტიპის ინფორმაცია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. თემაზე საუბრობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გვასალია.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით შესაძლებელი გახდება მოზარდების დაცვა საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ძალიან რთულია გარანტიებით ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მივესალმები იმ კანონპროექტს, რომლითაც შესაძლებელია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გარკვეული ინიცირება მოხდეს. პრობლემას ჩვენ კარგად ვხედავთ, ვაანალიზებთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ყველაფერს მხოლოდ კანონპროექტით ვერ გავართმევთ თავს. აქ მთავარია ცნობიერების ამაღლების საკითხი მშობლებში, რათა მათ შეძლონ შვილებს გაუფილტრონ კონტენტი და ინტერნეტი იმ ხელსაწყოებით, რომლებიც დღეს, კანონის მიღების გარეშეც არსებობს. რაც შეეხება პროვაიდერებს, ნამდვილად კარგი ინიციატივაა, რომ ეს გარკვეულწილად პროვაიდერებმა დაარეგულირონ. ვგულისხმობ მომხმარებლებისთვის შეთავაზებას, რომ თუ მომხმარებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი ან თუ სურს უბრალოდ გაფილტრული კონტენტი ჰქონდეს, მას ამას აუცილებლად უნდა სთავაზობდნენ, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს იმ საფრთხეებს, რაც დღეს ინტერნეტსივრცეშია.

როგორია ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილება? მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყანებშიც გვხვდება?

რა თქმა უნდა, სერვისები, რომლებზეც ვლაპარაკობ, საერთაშორისო პრაქტიკიდანაა. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ OპენDNშ-ი, რომელსაც აქვს საოჯახო სერვისი და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომხმარებელს ჰქონდეს გაფილტრული ინტერნეტ კონტენტი. ამ სერვისს ძალიან აქტიურად იყენებენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე სხვა დიდ ქვეყნებში.

მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულებები ეკისრება და ერთ-ერთი რეგულაციაა ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერებისთვის, რათა გააკონტროლონ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ესა თუ ის ინფორმაცია. კონტროლის მექანიზმებზე რომ ვისაუბროთ, როგორ შეიძლება მონიტორინგი ტექნიკურად განხორციელდეს?

ისევ და ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომ 100%-იანი გარანტია ამ შემთხვევაშიც არ არსებობს, რადგან პროვაიდერებსაც ექნებათ რაღაც ბაზა, საიდანაც მიიღებენ ამ ცუდი ვებგვერდების სიას, ხოლო თუ ახალი ვებგვერდი ან ახალი სერვისი შეიქმნება, რომელიც პროვაიდერს ჯერ ბაზაში არ აქვს, ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, ისევ გაჩნდება. მაგრა, მთლიანობაში ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და იმის საშუალება, რომ რისკები შემცირდეს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დათანხმდებიან პროვაიდერები ამ წინადადებას? ხომ არ დაზარალდება მათ კომერციული ინტერესები?

მგონია, რომ პირიქით. ეს ყველაფერი, ალბათ, მომხმარებლების სურვილით მოხდება და არ იქნება აუცილებელი მოთხოვნა. შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ პროვაიდერებმა მომხმარებლებს ეს შეთავაზება გაუკეთონ.

თუკი პროვაიდერები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, რა სანქციები შეიძლება გატარდეს მათთვის და ამ შემთხვევაში თავად კომპანიებს ვინ გაუწევს მონიტორინგს?

ეს უკვე კანონპროექტის მუშაობის დროს არის გასათვალისწინებელი. მაგრამ ჩემი აზრით, სანქციები ვერ დაწესდება გამომდინარე იქიდან, რომ სერვისის მიღება ნებაყოფლობითი იქნება. ეს დამოკიდებულია თავად მშობელზე. შეიძლება დავუშვათ, რომ მას საერთოდ არ სურს მსგავსი ფილტრის და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რადგან შეიძლება კითხვები გაუჩნდეს, ეჭვის თვალით შეხედოს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში, მაინც მომხმარებლის უფლებამდე და მის სურვილამდე მივდივართ.

სანამ აღნიშნული პროექტი კანონად გადიქცევა, იქნებ მშობლებისთვის განვმარტოთ, თუ რა ინტერნეტ რესურსებზე წვდომის შეზღუდვაზეა ბავშვებისთვის ლაპარაკი?

ეს შეიძლება იყოს პორნოგრაფიული, სხვა ვანდალური ან სხვა სახის ინტერნეტრესურსი, რომელიც მოახდენს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს. ასე კონკრეტულად კატეგორიზაცია ცოტა მიჭირს, მაგრამ დამერწმუნეთ, ინტერნეტში ძალიან ბევრია ისეთი ინფორმაცია, რომელზეც არასრულწლოვანს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს.

თავად მშობელს თუ აქვს რაიმე სახის ბერკეტი, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, რაიმე მარტივი სახის ბერკეტი, რომ თავად დაბლოკოს ეს კონკრეტული ინტერნეტ გვერდები, რომ ბავშვებს მათზე წვდომა არ ჰქონდეთ?

რა თქმა უნდა, არსებობს. ინტერნეტში ძალიან ბევრი საშუალებაა იმის, რომ ამ ყველაფრის პრევენცია მოხდეს, უბრალოდ აქ საჭიროა ისევ და ისევ ცნობიერება, ისევ და ისევ რაღაც დონის ტექნიკური გამოცდილება, კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, რითაც საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ შედეგს, რომ ეს ცუდი ვებრესურსები დაიბლოკება.

სოციალური ქსელებისა და აქტიური კომუნიკაციების სამყაროში მოზარდების უმეტესობა დღეს სხვადასხვა ქსელშია ჩართული. ერთის მხრივ, თუ ისინი ამ საინფორმაციო ნაკადს ჩამოშორდებიან, ეს მათ ინფორმირებულობას გარკვეულწილად შეზღუდავს, მეორეს მხრივ კი ეს ებმის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის?

პირველ რიგში, ისევ და ისევ ჩვენი გადასაწყვეტია რა ინფორმაციაზე უნდა გვქონდეს წვდომა და რაზე - არა... მომხმარებელს ცნობიერება იქამდე უნდა ჰქონდეს ამაღლებული, რომ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე ან პირიქით, ასევე ისეთი ვებგვერდების მოხმარებაზე, რომლებიც მათ საბოლოო ჯამში ზიანს მიაყენებს. პირველ რიგში ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ - რაღაც გამოვიყენოთ, გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ. ანუ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მთავარი. არანაირი ტექნოლოგიური წინსვლა და ხელსაწყოები არ გადაგვიწყვეტს იმას ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ თუ არა.