პირველი ინფორმაცია თურქეთიდან გიორგი მახარაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია თურქი ექიმების გაოცება?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი ინფორმაცია თურქეთიდან გიორგი მახარაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია თურქი ექიმების გაოცება?!

გიორგიმ ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა საქართველოში, გუშინ კი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო, ჩავედი სტამბულში და უკვე კლინიკაში ვარ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება ყველაფერს გაგაგებინებთ… მიყვარხართ".AMBEBI.GE გიორგის დეიდაშვილს მარიამ ქაცარავას დაუკავშირდა.

– გიორგი გუშინ ღამით გაემგზავრა თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად. ის "აჩიბადემის" კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს. საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა

და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება.

– რას ამბობენ თურქი ექიმები?


– მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას.

– თანხა სრულად შეგროვდა?

– პირველ ეტაპზე რა თანხასაც ვვარაუდობდით, ის თანხა შეგროვდა. ამერიკაში შეაგროვეს, თბილისშიც შეგროვდა. გიორგის დედამ მითხრა, რომ ძალიან ძვირი ღირს იქ ყველაფერი, თითო გამოკვლევას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანხის ნაკლებობას ჯობია ზედმეტი გვქონდეს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას. როგორც გიორგი ამბობს, ზედმეტი თანხა თუ დარჩება, ამ ფულს გაჭირვებულ ბავშვებს გადასცემს.

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე (დედა)

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE