ექიმებს სამუშაო საათებში მოლხენა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ
პაციენტების უზარმაზარი რიგი იდგა. ერთ-ერთმა მოქალაქემ იეჭვა და ჩართული კამერით იმ ოთახში შევიდა, სადაც ექიმებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლა.