რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
„როცა ლოგინში ჩაწოლილი მეუღლეს ელოდები და ამ დროს დედამთილი შემოგიწვება, რა ჭკუაზე დადგებით?“
„როცა ლოგინში ჩაწოლილი მეუღლეს ელოდები და ამ დროს დედამთილი შემოგიწვება, რა ჭკუაზე დადგებით?“
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი და ამ დროს დედამთილი შემოვიდეს ოთახში და შემოგიწვეს ლოგინში, რა ჭკუაზე დადგებით მაინტერესებს და როგორ მოექცევით ასეთ ქალბატონს შემდეგში? ყველაფერს რომ გიკონტროლებს: რა გაცვია, სად მიდიხარ, თმები როგორ გაქვს გაკეთებული და ა.შ გამაგებინეთ ეს ნორმალურია? ლამის ჭკუიდან შემშალოს მისმა ქცევებმა... ამას თან ემატება ის, რომ ვარ ძალიან დაძაბული სახლში, ვაკონტროლებ ჩემს ქცევებს, არაფერი შემეშალოს, იმიტომ, რომ "ჩამშვებია" და ჩემს მეუღლეს აწვდის ინფორმაციას ყველაფერზე.

მე ვმუშაობ. ჩემი დედამთილი მთელი დღე
სახლშია. როცა მოვდივარ დაღლილი და მიჩნდება სურვილი ჩემს ოთახში საწოლზე წამოვწვე და ცოტა ხნით დავისვენო, ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი მთელი დღე მარტო იყო სახლში მოწყენილი და რომ მოვედი სამსახურიდან უნდა გავართო. პირდაპირი გაგებით რომ ვთქვათ, უნდა ვეჭორაო. ხანდახან მართლა არ მაქვს
ამის ნერვები და დასვენება მჭირდება. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ძალინ მოქმედებს ჩემზე ასეთი ცხოვრება, ვატყობ, რომ ნერვები აღარ მყოფნის და ჯერჯერობით ვუძლებ, მაგრამ როდემდე გავუძლებ, არ ვიცი. ქმარს რომ ვესაუბრები ამ თემაზე, ბრაზდება და დედამთილის მხარეს იჭერს. მარტო ცხოვრებაზე სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა, დედიკოს ბიჭია, კარგად მართავს მას ჩემი დედამთილი... მე კი ძალინ ცუდად ვარ უკვე.

ფსიქოლოგის რჩევა

-როგორც ჩანს, დედამთილს თქვენთან მეგობრობის სურვილი აქვს, მაგრამ ვერ იცავს ზომიერებას და ზოგჯერ უტაქტო ქცევა გამოდის. ის, რომ დედამთილს თქვენთან მეგობრობა სურს, ძალიან კარგია და თუ გონივრულდ მოიქცევით, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუ სითბოს დაანახებთ დედამთილს და ამავდროულად ტაქიანად (ნახევრად ხუმრობით) აგრძნობინებთ, რომ თქვენ ზრდასრული პიროვნება ხართ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. რადგან მეუღლე დედაზე საყვედურებს ვერ იტანს, ამიტომ აჯობებს აღარ უთხრათ საყვედურები და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. ჯერ ერთი გახსოვდეთ, 3 კვირა ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ უცხო ოჯახში ცხოვრებას შეეგუოთ. თქვნ სხვა ოჯახში ხართ გაზრდილი, განსხვავებულ ფასეულობებსა და ტრადიციებზე, ახლა კი სხვა ოჯახში შეხვედით და იქ, ბუნებრივიცაა, რომ განსხვავებული გარემო, განსხვავებული ხასიათის ადამიანები დაგხვდათ.

ახლა დედამთილის თემას დავუბუნდეთ. როცა იგი გააკონტროლებს თქვენ ჩაცმულობას და ვარცხნილობას, მშვიდად, მომღიმარი სახით უთხარით მადლობა რჩევისთვის, უთხარით, რომ იცით, რომ კარგი და საუკეთესო უნდა თქვენთვის, მაგრამ თქვენ ასე ჩაცმული (ან ამ ვარცხნილობით) უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და თანაც მოგწოთ თქვენი სტილი. დაღლილი როცა მოხვალთ, თბილად მოიკითხეთ დედამთილი, აღნიშნეთ, რომ ძალიან დაიღალეთ, უთხარით დედამთილს, რომ ძალიან გინდათ მასთან ,,წაჭორავება", მაგრამ ცოტა უნდა დაისვენოთ. მაგრამ რადგან დედამთილთან ერთად ცხოვრობთ, მეუღლის მოსვლამდე გამუდმებით თქვენ ოთახში ყოფნა და ოჯახის სხვა წევრების იგნორირება არ ივარგებს.

რაც შეეხება საწოლში შემოწოლას, დაკეტეთ საძინებლის კარი. თუ ამაზე შენიშვნას მოგცემენ, თქვთ, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებელში დარწმუნებული ხართ, რომ ოჯახის სხვა წევრები არ შემოვლენ, მაგრამ თქვენ დაკეტილ ოთახში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და არ ხართ დაძაბული.

დაბოლოს, გახსოვდეთ, ახლა მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან შეგუების პერიოდი გაქვთ და თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და გონივრულად იმოქმედებთ, მაშინ იდეალური ურთიერთობები გექნებათ მათთან. გისურვებთ ბედნიერებას!

თარიღი : 17-01-2018
დედამთილის მგინებელი
ფსიქოლოგის პასუხი - სიბრიყვე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვა მამაკაცს შევხვდი...
05-02-2018
ღიმილი ყოველთვის სითბოსა და სიხარულს არ გამოხატავს. ის ასევე შეიძლება იყოს გესლიანი, ქედმაღლური.
12-03-2018
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი 21 წლის გოგოს დაეჯახა.
11-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის სამედიცინო დახმარების მიმართულებით
ჭიათურაში კოროხნარის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული
მელანია ტრამპს თირკმლის ემბოლიზაციის პროცედურის ჩატარება დასჭირდა. იგი 5 ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედო სამედიცინო ცენტრში.
დღეს ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 – VASQULAR EXSPERTS MEETING გაიხსნა.
გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სან-ფრანცისკოში 2018 წლის 18 მაისს გაიხსნება და 21 მაისამდე გასტანს ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი, რომელზეც, პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში,
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.