რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
ამირან გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ამირან გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ეს საკითხი ეხება ცოფს, რაც არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება. „თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი, ეს დაავადება იმართება ვაქცინების მეშვეობით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის არის ის, რომ არც ერთი წყვეტა
ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში ვაქცინები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისვე თქმით, აღნიშნული ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. „ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი
2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და მოგეხსენებათ, რომ პრეკვალიფიკაცია არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი ამოღება, როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილო გამოდგეს. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებდა, ამიტომაც გამოთხოვიდან, დაახლოებით თვენახევარში დაავადებათ კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება (რადგან ეს იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება) ახალი ვაქცინით და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ვაქცინის ერთი წლის განმავლობაში და მეტი გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულია. მათ შორის, 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გაქვს. როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში 1996-1997 წლებში და შემდეგ ყოველწლიურად იყო 3-4-5 შემთხვევა ცოფისა. 2015 წლიდან ცოფის არც ერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის და სწორედ ეს გახლავთ ერთ- ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოუწოდა აუდიტის სამსახურს, მათთან კიდევ გაიმართოს შეხვედრა. გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება უნდა გააკეთოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
23-05-2018
ქვემოთ მოყვანილი ვრცელი რეკომენდაციები მედიქლაბჯორჯიას ონკოლოგმა ნია შარიქაძემ მოამზადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ქიმიოთერაპიის გაკეთება უწევს. მადლობას ვუხდით მას ამ მეტად საჭირო რჩევების მოწოდებისთვის.
06-05-2018
ბოლო წლებში მეცნიერმა ონკოლოგებმა გადაწყვიტეს კიბოსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული და ახალი
04-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის სამედიცინო დახმარების მიმართულებით
ჭიათურაში კოროხნარის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული
მელანია ტრამპს თირკმლის ემბოლიზაციის პროცედურის ჩატარება დასჭირდა. იგი 5 ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედო სამედიცინო ცენტრში.
დღეს ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 – VASQULAR EXSPERTS MEETING გაიხსნა.
გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სან-ფრანცისკოში 2018 წლის 18 მაისს გაიხსნება და 21 მაისამდე გასტანს ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი, რომელზეც, პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში,
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ექიმები პაციენტებს აძლევენ, არტერიული წნევის მუდმივად გაკონტროლებაა.