დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს

ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კერძო სექტორს პარტნიორობის გაფართოებას სთავაზობს. ამ თემაზე მინისტრმა მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

სერგეენკოს თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მოსახლეობის წვდომა ამბულატორიულ მედიკანტებზე. მინისტრის განმარტებით, პაციენტებს რაც სტაციონარში სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება, მაგრამ პრობლემად რჩება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

"სწორედ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 დასახელების მედიკამენტების მიწოდებას, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგანაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის, ძირითადად იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და ა.შ. კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, ცალსახად აჩვენა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს.

"უკვე არსებულ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას აქვს დიდი რესურსი იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაფართოვდეს და ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო ნაწილისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეალურად მართლაც საგრძნობი ფინანსური ტვირთია - ეს არ არიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ ეს არიან დაბალი შემოსვლის მქონე მოქალაქეები", - განაცხადა სერგეენკომ.