"მკურნალის" მთავარი რედაქტორის - თამარ მამაცაშვილის - წერილი საიტის მომხმარებლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მკურნალის" მთავარი რედაქტორის - თამარ მამაცაშვილის - წერილი საიტის მომხმარებლებს

გინდა მოიკითხო, ბოლომდე დარწმუნდე რომ გამოკეთდა, რომ პრობლემა, რომლის გამოც მოგმართა, აღარ აქვს.

მკურნალის საიტზე ყოველდღიურად ასობით კითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული კითხვის ავტორი ჩვენში იგივე განცდებს აღძრავს. რამდენჯერ მოსვენება დაგვიკარგავს, ნეტავ ის ადამიანი როგორ არის, ეს კითხვა რომ მოგვწერაო. რამდენჯერ გულსა და გონებაში გაგვიტარებია თითოეული თქვენგანის სატკივარი. ზოგჯერ რამდენიმე საათი ვუტრიალებ ხოლმე ერთ კითხვას, რომ ზუსტად ის გირჩიოთ, რაც იმ წუთას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა.

ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ მხოლოდ მოვალეობას ვიხდით, როცა კითხვებზე გპასუხობთ. საიტზე ფუნქციონირებს მთვლელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ამ დროისათვის 146 000-მდე კითხვაა პასუხგაცემული (კითხვების საკმაოდ დიდი ნაწილი კი ერთ-ერთი განახლებისას წაიშალა). და სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს საიტის ამ სეგმენტში. მუშაობს თავდაუზოგავად, შეუჩერებლად, რომ ყველა კითხვაზე დროული და კომპეტენტური პასუხი მიიღოთ.

ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რამხელა პასუხიმგებლობაა ამ ადამიანებზე. სიტყვა, რომელიც იწერება და რჩება, კონტროლდება უამრავი მკითხველის მიერ, მათ შორის არიან პროფესიონალი ექიმები - ჩვენი კოლეგები და მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა ამ წლების მანძილზე, რომ ჩვენთვის ვინმეს მოემართოს არაკომპეტენტურობის ან არასწორი რეკომენდაციის გამო საყვედურით.

გვწერენ ნებისმიერი პროფილის კითხვებს, გვწერენ ისეთ ინტიმურ საკითხებზეც, რომლის გამოც ხშირად ექიმთან მისვლას ერიდებიან. გვწერენ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და ჩვენ ასეთ დროს თითოეული თქვენგანის ოჯახის გულშემატკივარი ვხდებით. ხშირად გვწერენ უმძიმეს ონკოლოგიურ თუ სხვა პრობლემებზე და ალბათ ვერც წარმოიდგენთ, რამხელა ტკივილს ვგრძნობთ ასეთ დროს - ვცდილობთ ბრძოლის ძალა და უნარი შევმატოთ კითხვის ავტორებს მძიმე სენთან გასამკლავებლად.

რამდენჯერ ერთად გაგვირჩევია თითოეული თქვენგანის პრობლემა და თქვენთან ერთად გვტკენია.

ბავშვებივით გვახარებს ხოლმე მადლიერების წერილები, რომლებსაც იშვიათად, მაგრამ მაინც გვიგზავნით, რადგან ამით ვხვდებით, რომ ჩვენი რჩევები რაღაცაში მაინც გამოგადგათ, რომ უკეთ ხართ- ჩვენთვის ხომ ეს არის მთავარი მიზანი.

რაც შეეხება საიტის არქივს - სტატიებს, ენციკლოპედიებს, ცნობარებს, ვცდილობთ ჩვენი ბაზა იყოს სრულყოფილი და შეიცავდეს ყველა ინფორმაციას სამედიცინო სფეროში, რათა შეძლოთ მშობლიურ ენაზე წაიკითხოთ ყველაფერი საკუთარი პრობლემის შესახებ.

პირველი შემთხვევაა, რომ ასეთ წერილს გწერთ, ჩვენო მკითხველო. ალბათ დრომ მოიტანა ეს ყველაფერი - თქვენ უკვე ძალიან ბევრნი ხართ და ალბათ ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ თითოული თქვენგანი ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია.

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და ამ სიყვარულით გემსახურებით! გმადლობთ, რომ გვენდობით!

თამარ მამაცაშვილი

მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი