ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გუდაურში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლებს საფრთხე არ ემუქრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გუდაურში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლებს საფრთხე არ ემუქრება

როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, როგორც თბილისში გადმოყვანილი პაციენტების, ასევე გზაში მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლებს საფრთხე არ ემუქრება.

სოფრომაძის თქმით, ღუდუშაურში გადმოყვანილ უკრაინელ ქალბატონს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. "ორი პაციენტი უკვე ღუდუშაურის კლინიკაშია. დანარჩენი კი გზაშია და მოემართებიან თბილისისკენ. მათგან 4 მოთავსდება ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო ერთი, შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი "მედიქლაბში". უკვე ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ხოლო მეორე ტურისტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი სიმძიმისაა. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არის და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.