გუდაურში საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გუდაურში საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს

დატოვებს, ერთ მათგანს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობაც სტაბილურია, - ამის შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოში არის 5 პაციენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

”4 მათგანს აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ალბათ, დღეს, ხვალ ისინი კლინიკას დატოვებენ. ერთი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადიოდა ამ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ალბათ, რამდენიმე საათში აპარატიდან მოიხსნება. ჩვენ აბსოლუტურად სტაბილურად განვიხილავთ ვითარებას და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი პოზიტიური იქნება", - განაცხადა ექიმმა.

ექიმის განმარებით, გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი. ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამ მომენტისთვის სტაბილურია. განვიხილავთ, როგორც სტაბილური მდგომარეობას”, - აღნიშნა ექიმმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის ინფორმაციით, არის მცირედი დაზიანებები, დაჟეჟილობები, რომლებიც განსაკუთარებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ.

მისივე თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი რჩება.