ნარკოლოგიური ცნობის მსგავსად, საჯარო სექტორში დასაქმებისას, სავალდებულო უნდა იყოს ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ პირი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკოლოგიური ცნობის მსგავსად, საჯარო სექტორში დასაქმებისას, სავალდებულო უნდა იყოს ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ პირი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული

რომ აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.

ამის შესახებ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

როგორც ბპნ.გე წერს, საუბარია, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლითაც სფეროს რეგულირება უნდა მოხდეს.

"ვფიქრობთ, რომ როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმებისას, ასევე სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული. კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებს ითამაშებს, დარეგისტრირება მოუწევს. ხოლო ის პირები, ვინც ამ რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული, საქართველოს სივრცეში ლეგალურად ვერ ითამაშებს. სწორედ ამ რეესტრიდან მოუწევთ ცნობის წარდგენა საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა არა 21 წლის, არამედ 22 ან 23 წლის პირებს ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება.