მამაკაცს, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობა თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცს, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობა თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი.

"დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ 24:00 საათში ან 48:00 საათში გაუმჯობესდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ, რომ ძალიან ღრმა დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი სახის და თავის არეში. სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი, ანუ თავი, კისერი, გულ-მკერდის წინა მხარე და ორივე მტევანი", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტყიბულში, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.