არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს

ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა, ასევე, გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.