რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები - დიმიტრი ხუნდაძე
არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები - დიმიტრი ხუნდაძე
არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სამართლებრივი რეგულაციები იმგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

“ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, სწორად დაგეგმილი და სწორად განხორციელებული. არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს
ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რა ფორმითაც ის არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე უცვლელი სახით გავა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. ამასთან, გუნდში შეჯერება შესაძლებელია. ძალიან ბევრია შეხების წერტილები, თუნდაც ის, რომ არ დავიჭიროთ ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ“, - აცხადებს დიმიტრი
ხუნდაძე.

დეპუტატი იმ კონკრეტულ საკითხებს ასახელებს, რაც პარლამენტში ინიცირებული პროექტის ფარგლებში მისთვის მიუღებელია და მხარს არ უჭერს. ხუნდაძის თქმით, სასურველია, გუნდში ერთი კანონპროექტის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, თუმცა თუკი შეთანხება ვერ მოხერხდება, პროექტის ალტერნატიული ვარიანტები იქნება ინიცირებული.

“წარმოდგენულ პროექტში ჩემთვის მიუღებელია იმდაგვარი დეფინიცია, რომ ნარკოტიკების გასაღება და გავრცელება ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს და გავრცელება 300-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ხიფათი აბსოლუტურად თანაბარია იმის მიუხედავად, ნარკოტიკს ფულადი ინტერესით გავავრცელებ თუ ფულადი ინტერესის გარეშე. ასევე, მიუღებელია პროექტით შემოთავაზებული დოზები. მაგალითად, თითქოს სუბუტექსის თერაპიული დოზა არის ერთი აბი და თუ მომხმარებელს ერთი აბი ექნება ჯიბეში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. სუბუტექსის თერაპიული დოზა ნამდვილად არის ერთი აბი, მაგრამ როგორც წესი, მას არავინ არ სვამს, ჟარგონით თუ ვიტყვით, “იჩხერენ“ და დაახლოებით 8-12 ნარკომომხმარებელი იკმაყოფილებს ნარკოტიკული თრობის მოთხოვნას. გარდა ამისა, სწორად უნდა იყოს გათვლილი საჯარიმო სახდელები, რათა მიზანს აღწევდეს. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუკი ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200-ლარის ოდენობით ჯარიმდებოდეს. ასევე მიუღებელია, რომ ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100-ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ. ნარკოტიკების მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი - თუკი ნარკომომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ჩვენ ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს ვუწყობთ, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს და თუ ამაზეც უარს იტყვის, საზოგადოებისგან მისი იზოლაცია უნდა მოხდეს“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

თარიღი : 20-05-2018
vasikoi
martalia
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა.
16-01-2018
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.
28-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს, - ამის შესახებ
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო,
რუსი მეცნიერები ქმნიან ვაქცინას, რომელიც ხელს შეუშლის მძიმე ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების
მოზარდთა ნარკომანია - ჩვენი თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ,
მომღერალი ნინი ქარსელაძე ნარკომანიის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.