რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე
ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე

ჩემი მეუღლე სასმელს ვერ იტანს. არადა, ახალ წელს - ხომ იცით ჩვენი ამბავი - ხან სტუმარი შემოგიღებს კარს, ხან მეგობრები მიგიწვევენ და არის გაუთავებელი სმა-ჭამა და სუფრიდან სუფრაზე გადასვლა-გადაპატიჟება. მეორე დღე კი, როგორც წესი, მასაც გამწარებული აქვს და მასთან ერთად - ჩვენც, მთელ ოჯახს. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულის ასეთ "გაგრძელებას" გადავურჩეთ.

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ძველად სუფრასთან უგონოდ დათრობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან, ტრადიციულად, სუფრა თავის წარმოჩენის, ურთიერთობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის, ლაზათიანი მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი ცეკვის ასპარეზი იყო და არა თრობისა... სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული უზომო სმის მავნე ჩვევა. ამიტომაც არის, რომ დღესასწაულის მეორე დღეს ბევრს აქვს ნაბახუსევის პრობლემა. სწორედ ამიტომ, გამოზარხოშების სინდრომის, ანუ ნაბახუსევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მცირეოდენი ანა-ბანას ცოდნა.


ისტორია
ძველეგვიპტურ, ასურულ და შუამდინარულ უკვდავ რეცეპტებს შორის გამოზარხოშებისთვის საჭირო რეცეპტებს ვერ იპოვით. ალბათ ძველად შესწევდათ უნარი, ისე მოელხინათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ ევნოთ. ღვინის სმაში ზომიერებას ოდითგანვე აქცევდნენ ყურადღებას. მაგალითად, ძველი ბერძნები ასეთ რჩევას აძლევდნენ ღვინის მოყვარულებს:

  • პირველი თასი ჯანმრთელობაა;
  • მეორე - სიამოვნება;
  • მესამე - ტკბილი ძილი;
  • მეოთხე - თავხედობა;
  • მეხუთე - დებოში და ალიაქოთი;
  • მეექვსე - ტაკიმასხრობა;
  • მეშვიდე - სიბრმავე და სიყრუე;
  • ხოლო მერვე დანაშაულია.


როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს?

  • ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.
  • ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.
  • დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.
  • ეცადეთ, ოთახი კარგად იყოს განიავებული, რადგან ჩახუთული ჰაერი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და სწრაფ თრობას.
  • სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ შეიძლება სხვადასხვა სიმაგრის ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა. მაგალითად, ღვინო, შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა, არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. თუ მათ ერთმანეთში აურევთ, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. თუ მაინც მოგიხდათ, სვით გრადუსის მატების მიხედვით.
  • ყოველი ჭიქის შემდეგ წაიხემსეთ. რეკომენდებულია მიირთვათ კარტოფილი, პური, მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. ნუ დააყოლებთ და ნურც გააზავებთ ალკოჰოლს გაზიანი სასმლით - ლიმონათით ან მინერალური წყლით, რადგან გაზის ბუშტუკები აჩქარებს ალკოჰოლის შეწოვას.
  • ნუ დათვრებით უგონოდ.
  • სმის პარალელურად იმოძრავეთ, მაგალითად, იცეკვეთ.
  • მოსწიეთ იშვიათად. უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოსწევთ. თამბაქო 1,5-2-ჯერ აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას.



თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კონიაკი და ამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ სუფთა ჰაერზე წელიწადის ცივ დროს - არსებობს რისკი, სასმელი მოგეკიდოთ და გონების დაკარგვამდე დათვრეთ. თუ ატყობთ, რომ სასმელი მეტისმეტად მოგეკიდათ:



თარიღი : 05-01-2017
aleko
რეებს ბოდიალებთ. ნაბახუსევზე მიდით ექიმთან გაიკეთეტ გადასხმა და მორჩა ჩიტივით იქნებით
თარიღი : 02-01-2017
toqchista
რაღაც საეჭვოა რო გაზიანი სასმელის დაყოლება ცუდი იყოს, უფრო მალე გათრობს და უფრო მალე გამოდიხარ; პრობლემა მარტო დათრობაში ხო არაა პახმელია რო იყო, დალევის შემდეგ რაც უფრო დიდ პაუზას აკეთებ ხო უფრო უკეთესია იმის გამო რო მალ მალე ქრება გრადუსი ადამიანში, გაზიანი სასმელი უცებ შვება ყველაფერს, გამოცდილებიდან ვიცი , 4 დღე არაყს ეგრე ვსვავდი, ბოლოს მაგარი დავთვერი, მაგრამ არანაირი პახმელია არ მქონდა ;
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მკვლევარებმა გამოავლინეს რამდენ ადამიანს კლავს თამბაქო. ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლების მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეათე გარდაცვალება შეიძლება თამბაქოს მოხმარებასთან იყოს დაკავშირებული.
მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 21-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჯგუფს. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მოხალისეები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე ენერგეტიკულ სასმელებს, მომავალში ხშირად ხმარობდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მარიხუანას გვერდითი ეფექტები შეისწავლეს. გამოიკითხა 20 წელზე მეტი ასაკის 1 213 მოხალისე. მეცნიერებს აინტერესებდათ, რომელი ასაკიდან დაიწყეს რესპონდენტებმა მარიხუანას მოხმარება. ეს ინფორმაცია შეადარეს 2011 წლის სიკვდილიანობის მონაცემებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპიოიდების (ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე ხელოვნური ოპიატები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმზე ოპიუმის მსგავსი მოქმედება ახასიათებს) მოხმარების ეპიდემიის გამო, განზრახული აქვს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადება.
გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკად.დოქტორი თემურ კობიძე. საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკით, „ბიო“, ანუ სპაისით მოწამვლის შემთხვევების სიხშირე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.
განმუხურიდან და ანაკლიიდან Gem fest-ის მონაწილე ახალგაზრდები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამითაც შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 6-დან ერთ-ერთს გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია აღენიშნება და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა,
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.