რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ყმაწვილობისას მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებას აფერხებს
ყმაწვილობისას მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებას აფერხებს
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ 16 წლამდე ასაკში მარიხუანას მოხმარებისას, ადამიანის ტვინი არასწორად იწყებს განვითარებას. ხოლო კანაფის მოწევა 16 წლის შემდეგ აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს.

ეს დასკვანა გაკეთდა მარიხუანას მომხმარებელი 22 ადამიანის ტვინის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების ანალიზის საფუძველზე.მათგან 20 მონაწილემ
მარიხუანას მოხმარება 13-14 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 2-მა მოგვიანებით, 17 წლიდან. მოხალისეების ასაკი ვარირებდა 21-დან 50 წლამდე.

ყველა მონაწილემ, რომელიც მარიხუანას ყმაწვილობისას მოიხმარდა, მისი მოწევა გააგრძელა ზრდასრულ ასაკშიც, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც. კვლევამ აჩვენა, რომ იმ მოხალისეებს, რომელთაც მარიხუანას მოხმარება 16 წლამდე ჰქონდათ დაწყებული, აღენიშნებოდათ პრეფრონტალური ქერქის განვითარების შეფერხების ნიშნები. ტვინის ეს უბანი პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე, დაგეგმარებასა და თვითკონტროლზე. ხოლო იმ პირებში, ვინც კანაფის მოხმარება 16 წლის შემდეგ დაიწყო, სპეციალისტებმა ტვინის დაბერების დაჩქარების ნიშნები აღმოაჩინეს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მკვლევარებმა გამოავლინეს რამდენ ადამიანს კლავს თამბაქო. ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლების მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეათე გარდაცვალება შეიძლება თამბაქოს მოხმარებასთან იყოს დაკავშირებული.
მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 21-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჯგუფს. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მოხალისეები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე ენერგეტიკულ სასმელებს, მომავალში ხშირად ხმარობდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მარიხუანას გვერდითი ეფექტები შეისწავლეს. გამოიკითხა 20 წელზე მეტი ასაკის 1 213 მოხალისე. მეცნიერებს აინტერესებდათ, რომელი ასაკიდან დაიწყეს რესპონდენტებმა მარიხუანას მოხმარება. ეს ინფორმაცია შეადარეს 2011 წლის სიკვდილიანობის მონაცემებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპიოიდების (ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე ხელოვნური ოპიატები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმზე ოპიუმის მსგავსი მოქმედება ახასიათებს) მოხმარების ეპიდემიის გამო, განზრახული აქვს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადება.
გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკად.დოქტორი თემურ კობიძე. საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკით, „ბიო“, ანუ სპაისით მოწამვლის შემთხვევების სიხშირე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.
განმუხურიდან და ანაკლიიდან Gem fest-ის მონაწილე ახალგაზრდები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამითაც შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 6-დან ერთ-ერთს გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია აღენიშნება და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა,
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.