რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება
თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება
29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო დღე აღინიშნება. "თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები" – ამ სლოგანით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც "მკურნალს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე". მისი აღნიშვნა
მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

"თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს.
საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობისშესახებ"-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის და ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაცია და თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო, საუნივერსიტეტო და სამასპინძლო დაწესებულებების დაჯილდოება.


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა.
ცნობილმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet, სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული სპეციალისტების
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის თემას ბევრი ადამიანი ეხმაურება. თითოეული მათგანის აზრი
კალიფორნიაში, სადაც მარიხუანას დეკრიმინალიზაცია 1975 წლიდან დაიწყო, კანონი ერთ უნციამდე კანაფის აღმოჩენისას 100 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს,
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში მოწევა კლავს გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე შიდსი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი,
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა