ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი - შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, არაფრით არაა გამყარებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი - შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, არაფრით არაა გამყარებული

რაოდენობა და ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, არაფრით არაა გამყარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, ექიმმა-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „ამას არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ გვკარნახობს“. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის მთავარი არსი სადამსჯელო მიდგომიდან დახმარების მიმართულებაზე გადასვლაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. „მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება, რაც მათ მკურნალობაში, გამოჯანმრთელებასა და საზოგადოებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს ნარკოგამსაღებლებისთვის სანქციების ლიბერალიზაციას. „ჩვენ არ ვეხებით ნარკოტიკების გასაღებას. კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალიან მკაცრია საქართველოში და ამ კანონპროექტით ასეც რჩება. ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს, მაგრამ არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში. კანონპროექტით სახელმწიფოს ვთავაზობთ, ამ ადამიანების მიმართ აღარ იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი მცირე ოდენობით ფლობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს პირადი მოხმარების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, თუნდაც არ ასაღებდეს, აღმოაჩნდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ის კვლავ დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ ადამიანს აქვს კანონით განსაზღვრული დღიური ნორმის ფარგლებში, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ეს დღიური ნორმები განისაზღვრება ყველა ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფულად ჯარიმას, შეფასებისა და გადამისამართების კომისიებს, რომელიც იქნება კრიტიკული სტრუქტურა ახალ მოდელში, ექნება მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც შესაძლოა დაუწესონ ადამიანებს, თუ ისინი გააგრძელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, - აღნიშნა მან.

ოთიაშვილის განმარტებით, ნარკოტიკების მოხმარება და ფლობა, თუნდაც მინიმალური ოდენობით, დარჩება დასჯად ქმედებად, უბრალოდ თუ ადამიანი ფლობს საკუთარი მოხმარებისთვის, არ ასაღებს და აქვს მცირე ოდენობით, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ დაექვემდაბარება.

„ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი რეფორმის ოპონენტების არის შიში, რომ გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და გაიზრდება ხელმისაწვდომობა ნარკოტიკების. ეს ვარაუდი არაფრით არაა გამყარებული. არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ გვკარნახობს ამას. ნარკოტიკების მოხმარება და ფლობა, თუნდაც მინიმალური ოდენობით, დარჩება დასჯად ქმედებად, უბრალოდ თუ ადამიანი ფლობს საკუთარი მოხმარებისთვის, არ ასაღებს და აქვს მცირე ოდენობით, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ დაექვემდაბარება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კვლავ ძალაში დარჩება. ასევე, ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი პარალელურად გულისხმობს მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების განვითარებას.

„მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემა საქართველოში არ არის საკმარისად განვითარებული. რეფორმის განუყოფელი ნაწილი არის გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, სერვისების განვითარების კონცეფცია. პლატფორმას შემუშავებული აქვს და შეტანილი აქვს პარლამენტში ეს კონცეფციაც. იგი გულისხმობს ძალიან კონკრეტულ ზომებს, თუ რა სახის და რამდენი სერვისი უნდა იყოს ახლიდან შემოღებული საქართველოში, რა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს, რამდენ ადამიანს დაეხმარება წლის განმავლობაში ეს სერვისები და რა შედეგის მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ რეფორმის შედეგად“, - აღნიშნა მან.