რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პროფესორ მორიარტის მემკვიდრენი

ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილმა მთელი მსოფლიო ჯერ თალიუმზე, შემდეგ პოლონიუმ-210-ზე, მათი მიღებისა და გამოყენების გზებზე აალაპარაკა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორ ელემენტს მომწამვლელთა მენიუში განსაკუთრებული ადგილი სულაც არ უკავია. დარიშხანი და კალიუმის ციანიდი, რიცინი თუ ზარინი, დიოქსიდი თუ კოლხიციდი - ეს ის შხამებია, რომელთა უმცირესი დოზაც კი ადამიანის ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ადრე თუ გვიან სიკვდილით მთავრდება. არსებობს ისეთი ნივთიერებებიც,  - ძირითადად რადიაქტიური, - რომლებთანაც ნებისმიერი სახის კონტაქტი გარდა სხივური დაავადებისა (ხანგრძლივი კონტაქტი ან დიდი დოზებით დასხივება) ავთვისებიან სიმსივნეებს - კანისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, სისხლის გათეთრებას და სხვა - წარმოშობს.

ოცდამეერთე საუკუნეში შხამების მოყვარული მარტოხელა მანიაკების შესახებ აქა-იქ თუ გაიჟღერებს ინფორმაცია; სამაგიეროდ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება არასასურველი პიროვნების მწყობრიდან გამოსაყვანად სპეცსამსახურების ერთ-ერთი კარგად დამუშავებული მეთოდია. თუ პირველ შემთხვევაში საქმის გახსნასა და დამნაშავის დაკავებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ, სპეცსამსახურების მოქმედების დროს, როგორც წესი, საქმე არ იხსნება, ხშირად მხოლოდ კვალი ჩანს, რომელსაც ამ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციამდე მივყავართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი რამ ვარაუდების დონეზე რჩება. აი რამდენიმე მაგალითი:


ლიტვინენკოს მკვლელი კვდება?!
პოლონიუმ 210-ით მოწამლული ლიტვინენკოს ისტორია ჯერ კიდევ არ მისცემია დავიწყებას. სავარაუდო მკვლელი, ყოველ შემთხვევაში, მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგავოი, რომლის ინგლისში ექსტრადირებაზე რუსეთმა უარი თქვა და რომელიც სპეცსამსახურების მუშაკი გახლდათ, ამ ამბიდან არცთუ ისე მცირე ხნის შემდეგ კრემლის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს და საზოგადოებისათვის უცნობი სახის გამოკვლევები ჩაუტარეს. როგორც ოლეგ გორდიევსკიმ განაცხადა, - საბჭოთა დაზვერვის ეს ყოფილი პოლკოვნიკი ამჟამად ინგლისის დაზვერვა მი-6-ში მუშაობს, - "ლუგავოის აქვს შანსი 5 წლის შემდეგ სისხლის კიბოთი, უფრო სწორად, სისხლის გათეთრებით მოკვდეს. სწორედ ამ დაავადებას იწვევს პოლონიუმ 210-თან შეხება. ამით ყველა კვალი წაიშლება". ლიტვინენკოს მკვლელობიდან ჯერ სამი წელია გასული...


პროფესორ მორიარტის სიურპრიზი
ყველაზე ცნობილ პათოლოგიურ მომწამვლელად შეიძლება პროფესორი მორიარტი ჩაითვალოს. მადლობა ღმერთს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობდა. არტურ კონან დოილის წიგნების ეს კოლორიტული პერსონაჟი თავის მსხვერპლთ უძველესი, მაგრამ კარგად ნაცადი საშუალებით - დარიშხანით წამლავდა. ეს ნივთიერება პლანეტის უძველეს შხამად შეიძლება ჩაითვალოს. მისი საშუალებით წამლავდნენ ეგვიპტის ფარაონებს მრავალი ათასი წლის წინ. ის მას შემდეგაც მრავალჯერ გამოუყენებიათ სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში - რომის იმპერიიდან დაწყებული პურიტანული ინგლისით დამთავრებული.


კალიუმის ციანიდი გრიგორი რასპუტინისთვის
რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოწამვლად უდავოდ შეიძლება მივიჩნიოთ ახალგაზრდა თავად იუსუპოვის მიერ გრიგორი რასპუტინის მოწამვლა. თავადმა მეფის კარის მოძღვარი სტუმრად მიიწვია და კალიუმის ციანიდით უხვად შეზავებული ფუნთუშებით გაუმასპინძლდა, მაგრამ შხამმა არ იმოქმედა და თავადმა - ან შეთქმულთა ჯგუფმა (ეს ჯერ კიდევ არ არის დადგენილი) - რასპუტინს ნაჯახით მოუღო ბოლო, მერე კი ნევაში ჩააგდო. სხვა შემთხვევებში კალიუმის ციანიდი ყოველთვის მოქმედებდა.


მთელი შხამი - საბჭოებს!
საბჭოთა რუსეთს მრავალი მტერი ჰყავდა, ამიტომ სახელმწიფოს დამსჯელმა ორგანოებმა შეიარაღებაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შხამებიც შეიტანეს. ადმირალი ვრანგელი ყირიმიდან ბოლო გემს გაჰყვა თურქეთში, რათა წითელი

You must have Flash Player installed in order to see this player.
არმიისთვის თავი დაეღწია. ბუდიონის ცხენოსნებს კი გაასწრო, მაგრამ 1928 წელს ჰოლანდიაში მიაგნეს და დღემდე უნცობი შხამით მოუღეს ბოლო. სტეფან ბანდერა დიდხანს დასეირნობდა მშობლიური უკრაინის ველებზე და წითელარმიელთა ტყვიები ვერაფერს აკლებდა. 1959 წელს საიდუმლო აგენტმა მას მოწამლული ტყვია ესროლა. რამდენიმე დღის საშინელი ტანჯვის შემდეგ ბანდერა გარდაიცვალა. ეს ისტორია დღემდე გაუხსნელი იქნებოდა, თავად მკვლელი რომ არ მისულიყო გერმანიის პოლიციაში და ამ ამბის დეტალები არ მოეყოლა.


გეორგი მარკოვი: ჩხვლეტა რიცინიანი ქოლგით
სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეცოპერაცია ბულგარელი დისიდენტის გეორგი მარკოვის ლიკვიდაციაა. აეროპორტში ბულგარელს უცხო ადამიანი დაეჯახა და ქოლგის წვერი "შემთხვევით" უჩხვლიტა ფეხში. ქოლგის წვერში რიცინი იყო მოთავსებული. ის ძალიან ძლიერმოქმედი შხამია, მაგრამ მსხვერპლის გაკვეთისას მას ადვილად აღმოაჩენენ. ასეც მოხდა, ყველაფერი მალე გამოაშკარავდა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ნეირობლასტომა ნერვული სისტემის კიბოს ყველაზე ავთვისებიანი ფორმაა, რომელიც სხვა ონკოლოგიურ დაავადებებზე ხშირად ბავშვებში ვითარდება. ნეირობლასტომის ზოგიერთი ფორმა კი სხივურ თერაპიასაც კი უძლებს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები ეფექტური წამლის ძიებაში არიან.
მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა წარმატებულად გამოსცადეს. ის უკვე დაიტესტა თაგვებსა და მოხალისეების მცირე ჯგუფზე.
მეცნიერები ემზადებიან ვაქცინის წარსადგენად, რომელსაც იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგო პასუხის ინიცირება შეუძლია. ვაქცინის საფუძველი დენდრიტული უჯრედებია. აღნიშნულ უჯრედებს შეუძლია იმუნური Т-უჯრედების მხრიდან რეაქციის გამოწვევა.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით, რომლის ფარგლებშიც თაგვებს პომიდვრის ფხვნილით კვებავდნენ და ულტრაიისფერი სხივებით ასხივებდნენ, კიბოს წარმოქმნის ალბათობა 50%-ით ნაკლები აღმოჩნდა. ექსპერიმენტი 35 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
ზიკას ვირუსს მოულოდნელად გამოყენება მოუძებნეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ამ ვირუსით არა მხოლოდ მოქალაქეთა დაშინება მოხდება, არამედ თავის ტვინის სიმსივნეთა განკურნებაც. მათივე დასკვნით, ვირუსის უნდა ეშინოდეთ ორსულებს,
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.