რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ
მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ
მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატები შედარებით ახალი სიტყვაა სიმსივნური დაავადების მკურნალობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ უკვე იყენებენ ამ ჯგუფის პრეპარატებს, მათი მეშვეობით მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების ეფექტურობა და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები.


რა არის მონოკლონური ანტისხეულები
მონოკლონური ანტისხეული არის ლაბორატორიულად შექმნილი მოლეკულა, რომელიც დეფექტურ სიმსივნურ უჯრედებს უტევს. მონოკლონური ანტისხეულები ჰგავს იმ ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, გამოიმუშავებს მიკრობების, ვირუსებისა და მისთვის გენეტიკურად უცხო სხვა აგენტების წინააღმდეგ.

როგორ მოქმედებს
მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნურ უჯრედებთან შეერთებისას შემდეგი ტიპის ცვლილებებს იწვევს:

  • სიმსივნურ უჯრედებს იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდის. როგორც იცით, იმუნური სისტემა ანადგურებს ორგანიზმში მოხვედრილ თუ წარმოქმნილ გენეტიკურად უცხო უჯრედებს, მაგრამ სიმსივნის დროს მას ყოველთვის არ შესწევს დაავადებული უჯრედების ამოცნობის უნარი. მონოკლონური ანტისხეულები მიემაგრება და ამით ერთგვარად მონიშნავს სიმსივნურ უჯრედებს, რის წყალობითაც იმუნურ სისტემას ამ უკანასკნელთა ამოცნობა უადვილდება. მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი რიტუქსიმაბი (რიტუქსანი) უერთდება სპეციფიკურ ცილას (ჩD20), რომელიც მხოლოდ B ლიმფოციტებზე - სისხლის თეთრი უჯრედების განსაზღვრულ ტიპზეა აღმოჩენილი. ამავე დროს, ცნობილია, რომ ლიმფომების განსაზღვრული ტიპი სწორედ B უჯრედებისგან წარმოიშობა. როცა რიტუქსიმაბი უერთდება მის ზედაპირზე არსებულ ცილა ჩD20-ს, B ლიმფოციტი უფრო იოლად ამოსაცნობი ხდება იმუნური სისტემისათვის და შეტევაც იწყება. რასაკვირველია, რიტუქსიმაბი ჯანმრთელი B უჯრედების დონესაც აქვეითებს, თუმცა ორგანიზმი მალევე წარმოქმნის ახალ, ჯანმრთელ B უჯრედებს, სიმსივნური B უჯრედების ხელახალი წარმოშობა კი ნაკლებსავარაუდოა.
  • აუმჯობესებს სიგნალის ბლოკირებას. ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ზრდის ფაქტორს უწოდებენ, უერთდება როგორც ნორმალური, ასევე სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს და მათ გამრავლებას აძლევს ბიძგს. განსაზღვრული სიმსივნური უჯრედები ზრდის ფაქტორების რეცეპტორების მრავალ ასლს ქმნიან, რის გამოც ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. მონოკლონური ანტისხეულები ბლოკავენ ამ რეცეპტორებს და თავიდან გვაცილებენ მათზე ზრდის სიგნალის ზემოქმედებას. ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი), მსხვილი ნაწლავის, თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ ნებადართული მონოკლონური ანტისხეული, უერთდება სიმსივნური უჯრედის იმ რეცეპტორს, რომელზეც ზემოქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი. ამ სიგნალის გავლენით სიმსივნური და ზოგიერთი ტიპის ჯანმრთელი უჯრედები მრავლდებიან. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის ბლოკირებით შესაძლოა შენელდეს ან შეწყდეს სიმსივნის ზრდა.
  • აფერხებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. სიმსივნურ უჯრედებს ზრდა-გამრავლებისთვის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სჭირდება. მათი მიწოდება, ბუნებრივია, სისხლით, სისხლძარღვების გავლით ხდება. სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებისთვის სიმსივნური უჯრედები ორგანიზმს ზრდის სიგნალს უგზავნიან. მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც ამ სიგნალს დაბლოკავს, შეუძლია შეაფერხოს სიმსივნური წარმონაქმნის სისხლმომარაგება, რის შედეგადაც სიმსივნის ზრდა წყდება. თუ პაციენტს აქვს სიმსივნე უკვე კარგად განვითარებული სისხლმომარაგებით, ზრდის სიგნალის ბლოკირებამ შესაძლოა სისხლძარღვების რღვევა და სიმსივნის დაპატარავება გამოიწვიოს.

მონოკლონური ანტისხეული ბევაციზუმაბი (ავასტინი) ნებადართულია ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ. მას არ იყენებენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს. ბევაციზუმაბის სამიზნეა ზრდის ფაქტორი, რომელსაც ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორს უწოდებენ. სწორედ ის არის სიმსივნური უჯრედების მიერ ახალი სისხლძარღვების ფორმირებისთვის გაგზავნილი სიგნალი. ბევაციზუმაბი “იჭერს” ამ სიგნალს და ეს უკანასკნელი მიზანს ვეღარ აღწევს.

  • რადიაციას სიმსივნური უჯრედებისკენ მიმართავს. რადიაქტიური
    ნაწილაკების მონოკლონურ ანტისხეულებთან კომბინაციით შესაძლებელი ხდება, რადიაციამ უშუალოდ სიმსივნურ უჯრედზე იმოქმედოს. ამ დროს ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება. რადიაქტიურად მონიშნული მონოკლონური ანტისხეულები უჯრედებზე მოქმედებს რადიაციის მცირე დოზით და დიდხანს, რაც, მკვლევართა აზრით, ისევე ეფექტურია, როგორც გარეგანი დასხივება.

იბრიტუმომაბი (ზევალინი), რომლის გამოყენებაც ნებადართულია არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, მონოკლონური ანტისხეულისა და რადიაქტიური ნაწილაკების კომბინაციას წარმოადგენს. ის უერთდება სიმსივნური უჯრედების რეცეპტორებს და მათ რადიაციას აწვდის. ამჟამად არსებობს სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ. გრძელდება კლინიკური კვლევები თითქმის ყველა სიმსივნის დროს მათი გამოყენების ირგვლივ.



თარიღი : 09-05-2014
adcetris (brentuximab vedotin)
ადცეტრისის შესახებ არაფერი გსმენიათ?ლიმფოგრანულომატოზის მკურნალობისთვის ძალიან კარგი შედეგი აქვს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
სიმსუქნე შეიძლება 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორი აღმოჩნდეს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ექსპერტებმა კიბოსა და სიმსუქნეს შორის ცალსახა კავშირი დადგინეს.
ტეხასის უნივერსიტეტში მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც სპეციალისტებს ყოველ კონკრეტულ პაციენტთან სიმსივნის ევოლუციის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობის 60 % ჰელიკობაქტერიის მტარებელია. ამ პრობლემაზე, საზოგადოდ, ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა, კვლევები ვერაგი, ონკოგენური ბაქტერიის (რომელიც მუდმივად განიცდის მუტაციას) შესასწავლად კვლავინდებურად არ წყდება.
ამერიკელმა მკვლევარებმა ერთმანეთს აფრიკისა და ევროპის მცხოვრებლების რაციონი შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ რაციონში მცენარეული საკვები შეიძლება ძუძუს კიბოს მსოფლიო ეპიდემიისგან დაცვის ნამდვილ საშუალებად იქცეს.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.